x
image
ქეთეონე
ადრიანა ლიმა
image ბრაზილიელი სუპერმოდელი და მსახიობი, რომელიც ცნობილია როგორც Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი 1999-2018 წლებში.2003 წლიდან იგი, აგრეთვე თანამშრომლობს კოსმეტიკურ კომპანია „Maybelline“-თან.

ადრიანა ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში.მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ.ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა, ხოლო ადრიანას აღზრდა დედამ ითავა.

ლიმას აქვს პორტუგალიური, შვეიცარული, მკვიდრი ბრაზილიური, და იაპონური წარმომავლობა. აგრეთვე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელებისა და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.


imageimageimage



აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად.


დრიანა ლიმას არასდროს უფიქრია სამოდელო კარიერაზე, თუმცა მას უკვე მონაგები ჰქონდა რამდენიმე სილამაზის კონკურსი დაწყებით სკოლაში.ბავშობაში ლიმას სურდა გამხდარიყო ექიმი-პედიატრი.სკოლაში მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც სურდა სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მიღება. მეგობარმა ლიმას სთხოვა მასთან ერთად მიეღო კონკურსში მონაწილეობა. ამგვარად, 15 წლის ასაკში ლიმა გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული, ხოლო საერთაშორისო დონეზე მან მეორე ადგილი დაიკავა, სამი წლის შემდეგ იგი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან.

2009-2016 წლებში ადრიანა ქორწინებაში იყო სერბ კალათბურთელ მარკო იარიჩზე. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი — ვალენტინა ლიმა და სიენა ლიმა. 2014 წლის 2 მაისს, წყვილმა, ხუთ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განაცხადეს განშორების შესახებ. ისინი საბოლოოდ განქორწინდნენ 2016 წლის მარტში.

ლიმა დაინტერესებულია ფეხბურთით. იგი მილანის „ინტერის“ გულშემატკივარია.

0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0