საზოგადოება სელებრითები, რომლებიც ნამდვილ სახელს არ იყენებენ 2020, 21 ივლისი, 13:37 მერლინ მონროდაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი, როგორც მერლინ მონრო.ალიშა ქისიდაბადების სახელი: ალიშა ოჯელო კუკი. მომღერალი და სიმღერების ავტორი, ყველასათვის ცნობილი, როგორც ალიშა ქისი 1981 წლის 25 იანვარს ჰარლემში დაიბადა.ირინა შეიკირუს სუპერმოდელს მსოფლიო ირინა შეიკის სახელით იცნობს, თუმცა მისი სრული სახელი და გვარი ირინა შეიხისლამოვაა.ბრედ პიტიპროფესიულ სფეროში პიტმა საკუთარი მეორე სახელის შემოკლებული ვერსია გამოიყენა, მსახიობს მშობლებმა უილიამ ბრედლი პიტი დაარქვეს.ჯიჯი ჰადიდისუპერმოდელის ნამდვილმა გულშემატკივრებმა იციან, რომ ჯიჯი მოდელის ფსევდონიმია, რომელიც მას დედამ შეარქვა. მისი სრული სახელი ჯელენა ნორა ჰადიდია.ლედი გაგაპოპ ვარსკვლავობამდე ლედი გაგას საკმაოდ ვრცელი სახელი სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა ერქვა. მისი ფსევდონიმის ინპირაციის წყარო 1984 წელს გამოშვებული Queen-ის სიმღერა Radio Ga Ga გახდა.რიანარობინ რიანა ფენტი მუსიკალურ სამყაროში ყოველთვის თავის მეორე სახელს, რიანას იყენებდა.მაილი საირუსიმომღერლის სასცენო სახელი – მაილი მისი ბავშვობის ზედმეტსახელს წარმოადგენს, მისი დაბადების სახელი კი დესთინი ჰოუპ საირუსი გახლავთ.77 3-ს მოსწონს
|