სხვა ესპანელმა მედიკოსებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოავლინეს 2020, 21 ივლისი, 10:15 კორონავირუსი (SARS-CoV-2), რომელიც ორგანიზმს აინფიცირებს, ვლინდება არა მხოლოდ რესპირატორული გზით, რომელსაც თან ახლავს ყნოსვის დაქვეითება ან სრულად დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა, მადრიდის საუნივერსიტეტო კლინიკის ( Ramon y Cajal) მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ სახიფათო დაავაების სიმპტომი შეიძლება იყოს გამონაყარი როგორც კანზე, ისე პირის ლორწოვან გარსზე. ამ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 21 პაციენტი გამოიკვლიეს, ასაკით 40-დან 69 წლამდე. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში JAMA Dermatology. როგორც სტატიაში აღნიშნეს, გამონაყარი კანსა და პირის არეში, კორონა ვირუსის მატარებელი პაციენტების 29 პროცენტს აღენიშნება. მათი თქმით, გამონაყარი დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე შენიშმეს. პაციენტების უმრავლესობას, COVID-19 ადრეული გამონაყარის სიმპტომებით, ქალები წარმოადგენენ. ამასთან, კვლევის ავტორმა ხიმენეს კოუმ დაუშვა, რომ რეალურად დაავადებულთა რაოდენობა ამგვარი კორონავირუსის სიმპტომებით შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს: ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პანდემიის დროს მედიკოსები ყოველთვის ვერ ახერხებენ ავადმყოფის პირის ღრუს გულდასმით შესწავლას. ასევე დაგაინტერესებთ: უნდა ჩავუტაროთ თუ არა ტანსაცმელს დეზინფექცია – ცნობილი პედიატრის კომაროვსკის რჩევები რა მოხდება თუ კარანტინის და იზოლაციის წესებს დაარღვევთ – შემზარავი რეალობა იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია! ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება 8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ მეცნიერებმა უკვდავების 6 ტექნოლოგია აღმოაჩინეს 127 6-ს მოსწონს
|