x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრიტანულმა ვაქცინამ გამოცდა დიდი წარმატებით გაიარა
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნურ სისტემას ეხმარება დაავადებასთან ბრძოლაში, რაც 1077 ადამიანზე ჩატარებულმა უახლესმა ცდებმა დაადასტურა. როგორც გამოირკვა, ვაქცინას შესწევს უნარი, დაეხმაროს ორგანიზმს კოვიდ-19 წინააღმდეგ საბრძოლველად ანტისხეულების და სისხლის თეთრი უჯრედების გენერირებაში.


შედეგები, რომელთა შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ძალიან მრავლისმეტყველი და იმედისმომცემია, თუმცა წინ კიდევ არის გამოცდათა რიგი ეტაპები.


ვაქცინას ChAdOx1 nCoV-19-ი ეწოდება და ის უპრეცედენტო სისწრაფით მზადდება, რათა გლობალური პანდემია შეაჩეროს.


ვაქცინა იმ გენეტიკურად შეცვლილი ვირუსისგან არის დამზადებული, რაც შიმპანზეებში გაციებას იწვევს. მეცნიერებმა აღნიშნული ვირუსი ძალიან მკვეთრად გარდაქმნეს. ის კორონავირუსის მსგავსად “გამოიყურება”, რადგან ეგრეთ წოდებული “სპაიკ-პროტეინი”, რომლითაც კორონავირუსი ადამიანის უჯრედებში აღწევს, ახლად მომზადებულ ვირუსზეც არის “მიმაგრებული”, რითაც პრეპარატი კორონავირუსს დაემსგავსა და ორგანიზმს მისცა შესაძლებლობა, ისწავლოს, თუ როგორ გაუმკლავდეს კოვიდ-19-ს.



მოკლედ, ახალი ვაქცინა, ასე ვთქვათ, “სავარჯიშო მსხლის” როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემისთვის. ხოლო ანტისხეულები იმუნური სისტემის ის ცილებია, რომლებიც ვირუსზე მაგრდებიან და თუ მათ გამანეიტრალებელი ეფექტი ექნებათ (რასაც მათ ახალი ვაქცინა სძენს), ისინი შეძლებენ ვირუსის განადგურებას.


ახალი ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, თუმცა ცდაში მონაწილე პირების 70 %-ს მაღალი სიცხე და თავის ტკივილი დაუფიქსირდათ, რის წინააღმდეგაც, მეცნიერების მტკიცებით, პარაცეტამოლი უნდა გამოვიყენოთ.


ვაქცინა

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0