x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმედისმომცემი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს
ამერიკული კომპანია Moderna 27 ივლისს იწყებს საკუთარი იმ ვაქცინის გამოცდის დასკვნით ფაზას, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმატებით უნდა იმოქმედოს. საამისოდ ფირმა აპირებს 30 ათასი მოხალისის რეკრუტირებას. აქედან ნახევარი, ანუ 15 ათასი მიიღებს ვაქცინას, ხოლო მეორე ნახევარი - პლაცებოს.


როგორ ვებგვერდ clinicaltrials.gov-ზე იუწყებიან, ვაქცინის გამოცდა 2022 წლამდე გაგრძელდება. ვაქცინის შემქმნელებს სურთ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა პრეპარატს კორონავირუსით დაავადება ააცილოს თავიდან ადამიანს ან ხელი შეუშალოს სიმპტომების განვითარებას მათში, ვინც უკვე დაინფიცირდა. ვაქცინა ჩაითვლება წარმატებულად იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ცდის პირებს აღმოაჩნდებათ, მაგრამ პრეპარატი არ დაუშვებს სერიოზული გართულებების განვითარებას.


უფრო ადრე სამეცნიერო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ იქნა გამოცდის პირველი ფაზის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ყველა იმ 45-მა ადამიანმა, რომელიც ცდაში მონაწილეობდა, გამოიმუშავა ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ.


Moderna-ს გარდა დედამიწის მასშტაბით კიდევ სხვა უამრავი კომპანია მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. მათ შორისაა ფარმაკოლოგიის ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან Pfizer-ი და AstraZeneca. როგორც წესი, ვაქცინის შექმნას რამდენიმე წელიწადი მაინც სჭირდება. მაგრამ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები საუბრობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში იქნება ხელმისაწვდომი.



ვაქცინა

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0