სიახლეები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მომაკვდავ ადამიანს გამოსათხოვარი სიტყვების გაგება შეუძლია 2020, 11 ივლისი, 18:31 კვლევის თანახმად, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, მომაკვდავ პაციენტებს შეუძლიათ იმის გაგება, რასაც მათ სასიკვდილო სარეცელთან გარშემომყოფები ეუბნებიან.
როგორც კვლევამ ცხადყო, მომაკვდავ პაციენტს შეუძლია ნათქვამი სიტყვების აღქმა რამდენიმე წუთის მანძილზე მას შემდეგ, როცა გული ჩერდება და სუნთქვა წყდება.
კვლევა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა და კონცენტრირებული იყო მომაკვდავ და არა კომაში მყოფ პაციენტებზე, იუწყება The Times-ი.
ნიშანდობლივია, რომ ეს პირველი კვლევაა, რომელიც სიკვდილისწინა მდგომარეობაში სმენის შესაძლებლობებს იკვლევს. საამისოდ მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ქუდი, რომელიც 64 ელექტროდით იყო ტვინთან მიერთებული, რათა ადამიანის სააზროვნო ორგანოში მიმდინარე აქტივობები გაეზომა და ტვინის სიგნალები გამოევლინა, როგორც რეაქცია სხვადასხვა სიხშირის ტონებზე. მკვლევარებმა ერთი და იგივე ტონები გამოცადეს მაშინაც, როცა პაციენტს ლაპარაკი შეეძლო და მაშინაც, როცა არ შეეძლო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტვინის მიერ გამოცემული სიგნალები ორივე შემთხვევაში მსგავსი იყო, ხოლო ზოგიერთი პაციენტის ტვინმა კიდევ უფრო რთული სიგნალებიც კი წარმოქმნა მეორე შემთხვევაში. თუმცა, ბოლომდე დადგენილი მაინც არ არის, პაციენტს შეუძლია თუ არა, გაიგოს, რაც ესმის თუ მას შეუძლია სიტყვების მხოლოდ უბრალოდ გაგება, მათი შინაარსის აღქმის გარეშე. როგორც კვლევის ავტორმა, ელიზაბეტ ბლუნდონმა განმარტა, შესაძლოა, პაციენტებს, როცა ისინი სიცოცხლიდან სიკვდილში გადადიან, შეუძლიათ საკუთარი საყვარელი მუსიკის აღქმა. 188 შეფასება არ არის
|