სიახლეები რუსეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა: 6611 დაინფიცირებული ერთ დღეში 2020, 8 ივლისი, 5:10 რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ კორონავირუსის პიკი უკვე ჩავლილი იყო და მრუდი “გატყდებოდა”, მაგრამ ეს იმედი როგორც ჩანს, არ გამართლდა. პანდემიის პიკის მცირე ხნით გადავლის და ინფიცირებულთა რაოდენობის კლების შემდეგ მდგომარეობამ ისევ სწრაფად იწყო გაუარესება. ბოლო 24 საათის მანძილზე რუსეთში Covid-19-ით ინფიცირება 6611 პირს დაუდგინდა, რითაც კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა პიკის დროს გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობას თანდათან განუხრელად უახლოვდება.
უკვე 10 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ, საიდანაც გასული დღე-ღამის მანძილზე 135 ადამიანია დაღუპული.
რუსეთი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლის მიხედვით, ხოლო რამდენიმე კვირის წინ, პიკის დროს მე-2 ადგილსაც კი იკავებდა აშშ-ს შემდეგ, მაგრამ სტატისტიკაში მისი დაბლა ჩამოსვლა მოიტანა არა იმდენად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრმა გაუმჯობესებამ ქვეყნის შიგნით, არამედ ინდოეთსა და ბრაზილიაში Covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ძალიან უეცარმა და სწრაფმა ზრდამ. ამასობაში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე დაუდგინდა 11, 939, 929 ადამიანს, საიდანაც 545 580 - გარდაიცვალა. 16 შეფასება არ არის
|