სიახლეები გვეხმარება თუ არა ნიღაბი კორონავირუსთან ბრძოლაში? - გერმანელი სპეციალისტის აზრი 2020, 28 მარტი, 12:08 ბევრი ადამიანი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით სამედიცინო ნიღბების გამოყენებას ცდილობს. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდთან ერთად პირველ ყოვლისა სწორედ ეს ნივთი გაქრა, თუმცა როგორც გერმანელი სამედიცინო დარგის ჟურნალისტი და მედიკოსი ქრისტოფ შპეხტი აცხადებს, ნიღბის დაცვითი ეფექტი ნულის ტოლია და მის გამოყენებას კორონავირუსის შესაკავებლად უფრო წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე ფიზიკური და ხელშესახები.
თუმცა, მეორეს მხრივ საუბარია იმაზე, რომ თეორიულად, თუ ყველა ადამიანი გადაწყვეტდა ნიღბის ტარებას - ისე, რომ არ ეცოდინებოდა, აქვს თუ არა Covid-19, ამას უდავოდ დიდი უპირატესობა ექნებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, რადგან ამით ხელი შეეშლებოდა ჰაერში კორონავირუსით დაინფიცირებული გიგანტური ნაწილაკების მოხვედრას.
ინტერნეტში ვრცელდება ათასნაირი ვიდეოები, თუ როგორ უნდა დამზადდეს ნიღაბი სახლის პირობებში ქაღალდის ხელსახოცისგან. მსგავსი ნიღბების თავდაცვითი ეფექტიც მიზერული ყოფილა. ყველაზე კარგი, როგორც ამბობს გერმანელი სპეციალისტი, არის მრავალჯერადი ნიღბის გარეცხვა ადუღებულ წყალში, ოღონდ არა ნივთისთვის სტერილურობის მისანიჭებლად, რათა ვირუსი არ შემოიჭრას, არამედ პირიქით, მის გასათავისუფლებლად ვირუსებისგან ხმარების შემდეგ. ეს როცა საუბარია ჩვეულებრივ ნიღბებზე, თუმცა რაც შეეხება პროფესიონალურ ნიღბებს სასუნთქი ვენტილით, თურმე მათ ნამდვილად შესწევს ვირუსებისგან სახის ნაწილის დაცვის უნარი, მაგრამ მსგავსი ნიღბების ტარება მთელი დღის მანძილზე არის უაღრესად მოუხერხებელი და არაკომფორტული. 289 1-ს მოსწონს
|