x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი განკურნების შემდეგ ხელახლა დაგვემართოს?
კორონავირუსი


ცნობილია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, რომლებიც თითქოს გამოჯანმრთელდნენ, მალევე ხელახლა დაავადდნენ Covid-19-ით. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.


ძალიან ხშირად დაავადების დამარცხების შემდეგ ადამიანს უჩნდება იმუნიტეტი მის მიმართ და განკურნებული ერთსა და იმავე ავადმყოფობით ხელმეორედ აღარ ავადდება, თუმცა, როგორც ჩანს, კორონავირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის.


მედიკოსები განაცვიფრა იმან, რაც ტოკიოში 70 წლის მამაკაცს შეემთხვა. ის თებერვალში დაავადდა Covid-19-ით, მოხდა მისი ჰოსპიტალიზება, გამოჯანმრთელდა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი მგზავრობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში დააბრუნეს. მამაკაცს ხელახლა დაუდგინეს კორონავირუსი. თანაც ეს არ არის ერთეული შემთხვევები. შესამჩნევია განკურნებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ძალიან მცირე ხანში ხელახლა ავადდებიან, ვირუსოლოგებს კი ამ მოვლენის არავითარი ახსნა არ გააჩნიათ.



ლუის ენხუანესმა, რომელიც ესპანეთის ბიოტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში მოღვაწეობს, განუცხადა “ბი ბი სის”, რომ მინიმუმ თოთხმეტი პროცენტი იმ პაციენტებისა, რომლებიც განიკურნენ, მცირე ხანში ხელახლა დაავადდნენ კორონავირუსით. მას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტი ხელახლა კი არ ინფიცირდება ვინმესგან, არამედ განმეორებით მხოლოდ მის სხეულში უკვე არსებული ინფექცია მრავლდება, რადგან ვირუსი ორგანიზმის ისეთ ქსოვილებში აღწევს, სადაც იმუნური სისტემის “ჯარისკაცები” ნაკლებად შედიან. დაავადება განმეორებით სწორედ ამგვარად ევლინება პაციენტს.


ისიდორო მარტინესი, მადრიდის კარლ მესამის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტის თანამშრომელი ამბობს, რომ უცნაურია ის სწრაფი ტემპები, რითაც კორონავირუსი ბრუნდება და ხელახლა ესხმის თავს ადამიანს.


კორონავირუსი


“შესაძლოა იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ისევ ავადდებიან, უჩნდებათ ინფექციის დროებითი აქტივაცია სრულ გამოჯანმრთელებამდე”, - თქვა ლუის ენხუანესმა.


თუმცა ორივე მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის ბუნების ამოსახსნელად და ყველაფრის დანამდვილებით სათქმელად დამატებითი კვლევებია საჭირო.


სწორედ ამიტომ, ნუ შეუქმნი საფრთხეს საკუთარ თავს და შენს ირგვლივმყოფებს. #დარჩისახლში, რათა არ გახდე ამ უცნობი და ნაკლებად შესწავლილი ვირუსის გავრცელების წყარო.

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0