განათლება ივლისის გადატრიალება საფრანგეთში 1830 წელი 2020, 21 მარტი, 0:05
საფრანგეთში ბურბინთა სამეფო დინასტიის აღდგენის შემდეგ ლუი XVIII-ის ( 1814-1824) და შარლ X ის ( 1824 - 1824) და მეფობის ხანაში, საფრანგეთში მატულობდა პროტესტი მმართველი დინასტიის წინააღმდეგ. მოსახლეობაში დაგროვებული უკმაყოფილებით გამოწვეული შედეგების თავიდან ასაცილებლად 1830 წელს მეფე შარლ X-მ გამოიყენა 1814 წლის საკონსტიტუციო ქარტიის მე-14 პუნქტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში “ სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვისა და უშიშროებისათვის აუცილებელი წესრიგის დამყარებას" გულისხმობდა და პარლამენტი დაითხოვა, საარჩევნო კანონი შეცვალა (შეძლებულ ბურჟუაზიას, რომელსაც მანამდე არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ჰქონდა, ეს უფლება წაართვა) და პრესის თავისუფლება გააუქმა. ახალი ბრძანებულება 26 ივლისს გამოქვეყნდა. იმავე დღეს აკრძალული ათი დიდი გაზეთის ჟურნალისტებმა პროვინციებში პროტესტის წერილი დააგზავნეს. ქუჩაში გამოვიდნენ ასოთამწყობები და მუშები, რომლებმაც გაზეთების დახურვის გამო სამსახურები დაკარგეს. ამის პარალელურად ქუჩაში გამოვიდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები და პარიზის ვიწრო ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, საიდანაც თავს ესხმოდნენ მეფის ჯარს. თავის მხრივ, ჯარის დიდ ნაწილს ბრძოლა სრულებით სრულებით არ სურდა, და შესაბამისად აჯანყრბულებმა მესამე დღეს მეფის სასახლე აიღეს . ამით ყველაფერი დასრულდა. აჯანყებულებმა ბურჟუაზიული დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს, სამხედრო მინისტრად ლაფაიეტი დანიშნეს. შარლ X_მ აჯანყებულებთან მოლაპარაკება სცადა. მან განაცხადა, რომ ქარტიის კანონებს ცხოვრებაში რეალურად გაატარებდა .თუმცა აჯანყებულები ვერ დაითანხმა_ ისინი ლუი-ფილიპ ორლეანელს უჭერენ მხარს .ის წარმომავლობით ფრანგი დიდებულების (დუკების) ოჯახიდან იყო . მამამისი საფრანგეთის რევოლუციას უჭერდა მხარს. საყოველთაო აჯანყებას შეუერთდა ნაკლებად რადიკალური ჟურნალი “დებატები", რომელიც მანამდე ზომიერებით გამოირჩეოდა. 2 აგვისტოს შარლ X ტახტიდან გადადგა თავისი შვილიშვილის სასარგებლოდ, თუმცა აჯანყებულებმა არც ეს დაუშვეს და მეფედ ლუი-ფილიპ ორლეანელი გამოაცხადეს. მას მხარს გენერალი ლაფაიეტი უჭერდა. შარლ X იმგლისში გაიქცა.პერთა პალატამ მეფის ტიტულატურაში ჩაამატა სიტყვები “ ხალხის ნებით " . ამიერიდან მეფეს ეკრძალებოდა ძირითადი კანონების გაუქმება . გაუქმდა ცენზურა. ივლისის რევოკუციამდე საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმათ, ვისაც 300 ფრანკის გადახდა შეეძლო, ანუ ძირითადად მდიდარ მიწათმოქმედებსა და ბურჟუაზიას .ახალი კანონით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი გადასახადი 200 ფრანკამდე დაიყვანეს და შედეგად ამომრჩეველთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. 1830 წლის გადატრიალებამ ყველაზე დიდი წარმატება ბურჟუაზიას მოუტანა. მათ ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავეს მთავრობაში . თუმცა ივლისის რევოლუციამ უარყოფითად იმოქმედა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე .პრუსიის, ავსტრიისა და რუსეთის მთავრობები ეჭვის თვალით უყურებდნენ კონსტიტუციურ მონარქიას საფრანგეთში . ამის გამო ლუი ფილიპი იძულებული იყო კონტაქტები ეძებნა ინგლისთან, ევროპაში ერთადერთ სახელმწიფოსთან, სადაც პარლამენტური წყობა იყო. საფრანგეთის რევილუციამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპის სხვადასხვა მცირერიცხოვან ერებზე, რომლებიც სხვა დიდი კონტროლის ქვეშ ცხოვრობდნენ . საფრანგეთისცრევოლუციის გამარჯვებამ მათ აჯანყების შედეგად გათავისუფლების იმედი მისცა . (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) 1. ნაპოლეონის ომები2. ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში 195 1-ს მოსწონს 1-ს არა
|