განათლება ანტიცარისტული აჯანყებები საქართველოში და 1832 წლის შეთქმულება 2020, 30 აპრილი, 15:13 ა. კახეთის 1802 და მთიულეთის 1804 წლების აჯანყებები რუსული მმართველობის დამყარებას საქართველოში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მეფობის გაუქმების შედეგად თავადაზნაურობამ სახელმწიფო სამსახური და შემოსავალი დაკარგა. რუსული ჯარის გამოსაკვებად და შესანახად გლეხობას უფრო მეტი გადასახადი დაეკისრა. ხშირად მთავრობა თვითნებურად აწესებდა სხვადასხვა საქონლის შესასყიდ ფასებს . რუსი მოხელეების და ჯარისკაცები თავხედურად იქცეოდნენ. დამოუკიდებლობის დაკარგვამ და რუსი მოხელეების თვითნებობამ საქართველოში რამდენიმე აჯანყება გამოიწვია. კერძოდ 1804 წელს სოფ . ჟამურის ოსი მოსახლეობა ჩიოდა იმის გამო, თუ როგორ მოიქცა რუსი მოხელე მათ სოფელში: მან ძაღლების საჭმელ გობში შრატი ჩაასხა, შემდეგ კატები დახოცა და შიგ ჩაყარა, ადამიანის სიბინძურე დაამატა და მოსახლეობას აჭამა . ამავე სოფელში რუსმა ჯარისკაცებმა 8 სახლი გადაწვეს .1804 წლის მაისში მთავარმმართებელი ციციანოვი სპარსელების წინააღმდეგ ომში გაეშურა. ის ერევნის ასაღებად ემზადებოდა და ანანურის მაზრიდან ქართველთა ლაშქრის გამოყვანაც ბრძანა. მთიულებმა ისარგებლეს მთავარმმართებლის ომში ყოფნით და აჯანყდნენ. მათ დაიკავეს სამხედრო გზაზე მდებარე საგუშაგოები. ალყა შემოარტყეს ანანურსა და დუშეთს .მთიულებს ფშავ-ხევსურები და თრუსოს ხეობის ოსები შეუერთდნენ . აჯანყებულებმა იმერეთში მოციქულები გაგზავნეს და ერეკლეს ვაჟები იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები მიიწვიეს. ფარნაოზ ბატონიშვილმა შეძლო, აჯანყებულებს შეერთებოდა იულონი კი რუსებმა შეიპყრეს და საქართველოდან გაასახლეს. ერევანთან ციციანოვის ჯარი ალყაში მოექცა, და სრულ განადგურებას მხოლოდ სპარსეთში დაწყებული არეულობის წყალობით გადაურჩა. ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად სპარსეთის შაჰი იძულებული გახდა დედაქალაქში დაბრუნებულიყო. სექტემბერში თბილისშიციციანოვიც დაბრუნდა და რუსეთიდან გამოგზავნილი დამატებითი ჯარებით აჯანყებულებს ყველა მხრიდან შეუტია. რუსული ჯარი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. რუსებმა ფარნაოზ ბატონიშვილიც შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) სამეფო ხელისუფლების გაუქმება იმერეთში
დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1. 497 1-ს მოსწონს
|