x
image
Teklamaisuraze
სეფიანთა ირანის სახელმწიფო

სეფიანთა სახელმწიფო XVI საუკუნეში

არაბთა დაპყრობების შემდეგ, ხანგრძლივი დროის მანძილზე ირანში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა დინასტიები, ქვეყანა კი ძირითადად დანაწევრებული იყო. ირანი XVI საუკუნის დასაწყისში სეფიანთა დინასტიამ გააერთიანა, რომელიც ყიზილბაშთა მომთაბარე ტომების კავშირს ედგა სათავეში . ყიზილბაშები წითელ თავსაბურავს ატარებდნენ და აქედან მომდიბარეობს მათი სახელი: ყიზილ - წითელი, ბაშ- თავი.


image

სეფიანებმა ირანის სახელმწიფო რელიგიად შიიზმი აქციეს. ამდენად, მათ პოლიტიკურ დაპირისპირებას სუნიტ ოსმალებთან რელიგიური საფუძველიც შეექმნა. სეფიანები აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ როგორც მოციქულ მუჰამედის, ისე სასანიანი შაჰების შთამონავლების და ამგვარად ამართლებდნენ თავიანთ რელიგიურ და პოლიტიკურ ბატონობას .

image

პირველმა სეფიანმა შაჰმა ისმაილ I- მა ( 1501 - 1524 ) შეძლო ირანის გაერთიანება და დაპყრობითი ომებიც დაიწყო. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა თავრიზი. წარმატებული იყო მისი ომები აღმოსავლეთით უზბეკთა წინააღმდეგ .

ახალგაზრდა სეფიანთა სახელმწიფოსათვის მძიმე დარტყმა გამოდგა 1514 წელს ოსმალეთთან ჩალდირანის ბრძოლაში განცდილი მარცხი. თუმცა, ამ მარცხს არ შეურყევია დინასტიის ბატონობა, რომელიც გაცილებით უფრო გაძლიერდა ისმაილის მემკვიდრის, შაჰ თამაზ I ( 1524 -1576 ) დროს . 1538 წლისათვის შაჰ თამაზმა მოახერხა შირვანშაჰების სახელმწიფოს (დღევანდელი აზერბაიჯანის ნაწილი ) განადგურება .

image

გაგრძელდა ოსმალეთთან ქიშპი. შაჰ თამაზმა არაერთხელ ილაშქრა საქართველოში. ოსმალეთ -ირანის ომები დროებით შეწყდა 1555 წელს ამასიის ზავით. მეტოქეებმა საქართველო ორად გაიყვეს. შაჰ თამაზის დროს დაიწყო საქართველოდან ირანში მოსახლეობის ძალდატანებით გადასახლება . ასევე აღსანიშნავია, რომ თამაზის მეფობის ხანაში ზოგიერთი ქართველი დაწინაურდა სეფიანთა სამეფო კარზე . მალე ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში უკიდურესად გაიზარდა.

თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანი შიდადინასტიურმა ბრძოლებმა და არეულობამ მოიცვა. ამით ისარგებლეს ოსმალებმა და 1578 წელს შეიჭრნენ ირანში. მათ პოზიციები გაამყარეს სამხრეთ კავკასიაშიც .

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0