განათლება აღმოსავლეთ საქართველო შაჰ აბას I-ისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის დროს 2 2020, 26 მაისი, 15:23 გიორგი სააკაძე ამ ხანების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა იყო გიორგი სააკაძე, თბილისის მოურავი. სააკაძემ ახალგაზრდობიდანვე გამოიჩინა თავი, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა. XVII საუკუნის 10 - იან წლებში ის იძულებული გახდა სპარსეთში გადახვეწილიყო.
ის იქაც აქტიურად მოღვაწეობდა სამხედრო ასპარეზზე და არაერთი გამარჯვება მოუტანია ირანის არმიისათვის . გიორგი სააკაძემ დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე გამოავლინა შაჰ აბასის ინდოეთში ლაშქრობის დროს ყანდაჰარის აღებისას.შემდეგ გიორგი სააკაძემ მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულ იმებში . კერძოდ, მან თავი ისახელა ბაღდადის აღებისას. მალე შაჰმა სადამსჯელო ექპედიცია გამოაგზავნა საქართველოში და ყიზილბაშთა ჯარის ერთ-ერთ უფროსად სააკაძე გაამწესა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე შედგა გადამწყვეტი ბრძოლა .გიორგი სააკაძე ქართველთა მხარეზე გადავიდა და მათ შეძლეს ირანელთა ლაშქრის დამარცხება . აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში თითქმის მთლიანად განდევნეს ქართლიდან და კახეთიდან ირანული ჯარი. აღმოსავლეთ საქართველო შაჰ აბას I -ისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის დროს 1 თეიმურაზი კი ქართლ -კახეთში მიიწვიეს და სამეფო ტახტზე დასვეს . ყიზილბაშებმა იმავე წელს მოახერხეს მარაბდის ბრძოლაში ქართველების დამარცხება, მაგრამ ეს გამარჯვებაც არ გამოდგა საკმარისი აღმოსავლეთ საქართველოში სეფიანთა სრული კონტროლის დასამყარებლად . სააკაძე და თეიმურაზ მეფე მალე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ . შექმნილი ვითარება შაჰ აბასმაც გამოიყენა, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა დაპირისპირებულ მხარეებს. 1626 წელს ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც თეიმურაზმა გაიმარჯვა და სააკაძე იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც ის სულთნის კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა და 1629 წელს მოკლეს. 1632 წლიდან სპარსეთსა და ქართლს შორის ურთიერთობების ახალი ფორმა დამყარდა. ამ დროიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლი იმართებოდა მუსლიმი ბაგრატიონების მიერ., რომელთაც შაჰი ნიშნავდა და რომლებიც ატარებდნენ “ ვალის " შაჰის წარმომადგენლის ტიტულს . მათგან პირველი იყო როსტომი. (1633-1658 ), იგივე ხოსრო მირზა, სპარსეთში გაზრდილი ბაგრატიონი, რომელიც იქ მოღვაწეობის პერიოდში დიდი გავლენით სარგებლობდა ქვეყანაში. ქართლის მოსახლეობა იხდიდა ხარკს და ძღვენის სახით ირანში ყოველწლიურად იგზავნებოდნენ ჭაბუკები და ქალიშვოლები, ცხენები და ღვინო. ქართული ეკონომიკა ასევე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სპარსეთთან და ქართული ლიტერატურა მდიდრდებოდა სპარსული კლასიკური ლიტერატურის თარგმანებითა და სპარსული ჟანრების ადაპტაციით . ქართულმა არისტოკრატებმაც თანდათანობით გააცნობიერა სპარსეთთან კარგი დამოკიდებულების აუცილებლობა და სარგებელი. თეიმურაზ მეფემაც კი აღიარა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ამაოება და სპარსეთისათვის დამორჩილების გარდაუვალობა. ირანთან კომპრომისული ურთიერთობის პოკიტიკა შემდეგი სახის იყო: ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ -ეკონომიკურ წყობას, ტახტი ბაგრატიონთა დინასტიის ხელში რჩებოდა მაჰმადიანობის მიღების პირობით. “გურჯისტანის ვალის " ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია შაჰისათვის . ირანის მმართველობის სისტების მიხედვით, ვალი, სეფიანთა სახელმწიფოში ერთ-ერთი პროვინციული, ყველაზე მაღალი მემკვიდრეობითი თანამდებობა იყო. როსტომის მიერ გამოვლენილმა თანამშრომლობის ნებამ სპარსელ სუზერენთან ქართლს ფართო ავტონომია მოუტანა, განსხვავებით კახეთისა, რომელიც წინააღმდეგობის ცენტრს წარმოადგენდა და რომელიც უშუალოდ სპარსეთის მიერ იმართებოდა. (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) 492 შეფასება არ არის
|