განათლება საქართველო XVI საუკუნეში 2020, 24 მაისი, 23:08 ბრძოლა ოსმალეთისა და ირანის წინააღმდეგ საუკუნის დასაწყისშივე ქართული სამეფოების შინაომებს დაერთო სეფიანი შაჰის ისმაილის შემოსევები. ამავე ხანებში თურქებმაც განახორციელეს მარბიელი ლაშქრობა. განსაკუთრებით მძიმე იყო სეფიანი შაჰ -თამაზის შემოსევები ქართლში (1527_1556) წინააღმდეგობისა, ქვეყანაზე სეფიანთა დინასტიის კონტროლის თანდათანობით გაძლიერება მოჰყვა. თავისი კომპანიების დროს თამაზმა მრავალი ქართველი წაიყვანა სპარსეთში. შემდგომ ისინი მნიშვნელივან როლს ასრულებდნენ საქალაქო ადმინისტრაციასა და არმიაში, რამაც არსბითი ხასიათის გარდაქმები მოახდინა სეფიანურ საზოგადოებაში. მე_16 საუკუნის მიწურულიდან, ქართველები, როგორც სამხედრო არისტოკრატია, იწყებენ ყიზილბაშების გამოდევნას. ამ სფეროდან და თანდათანობით ენაცვლებიან მათ.გარდა ამისა, შაჰ თამაზი სოფლის ოსახლეობასაც ასახლებდა ირანში, ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარების მიზნით. სპარსელი ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის ცნობით, უკანასკნელი ლაშქრობის დროს, 1554 წელს კავკასიიდან მან 30 ათასი კაცი გადაასახლა ირანში. ეს პრაქტიკა შემდგომში უფრო მასშტაბური ფორმით გამოიყენა შაჰ აბას I მა. ისქანდერ მუნშის ცნობით ირანმა და ოსმალეთმა ამასიის ზავით საქართველო ასე გაინაწილეს: სამცხის ერთი ნაწილი, ქართლი და კახეთი ირანს ერგო. სამცხის მეორე ნაწილი, იმერეთი, ოდიში აფხაზეთი, გურია და ლაზეთი _ ოსმალეთს. ამრიგად, ირანი ცნობდა ოსმალეთის უფლებას დასავლეთ საქართველოზე, ოსმალეთი ცნობდა ირანის უფლებას აღმოსავლეთ საქართველოზე, ხოლო მესხეთი გავლენის სფეროებად იყო განაწილებული. ამდენად საქართველოში გარკვეული ბალანსი დამყარდა ორ მეტოქეს შორის. ამასიის 1555 წლის ზავმა დააკანონა უკვე ფაქტობრივად არსებული პოლიტიკური დაშლილობა. ამასიის ზავის მიხედვით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო _სამთავროების გაერთიანება სრულიად გამორიცხა . ირანი არ დაუშვებდა ოსმალეთის კუთვნილი მხარის _ დასავლეთ საქართველის აღმოსავლეთ საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას. ამ აქტს განიხილავდა ოსმალეთის ჩარევად ირანის შინაურ საქმეებში. და პირუკუ, ოსმალეთი არასგზით არ დაუშვებდა დასავლეთ საქართელოს შეერთებას აღმოსავლეთთან. ირანისადმი ვასალური დამოკიდებულება შემდგომში გამოიხატებოდა : სეფიანები ქართველი ქართველი მეფე მთავრების შინაურ საქმეებში არ ერეოდნენ, ისინი კი ვალდებულნი იყვნენ საქართველოს მინდებარე ტერიტორიებზე ომის დროს შაჰის მოწოდებისთანავე გამოსულიყვნენ თავიანთი ლაშქრით ირანელთა დასახმარებლად. მიუხედავად ვასალიტეტის არცთუ ისე მძიმე ფორმისა, საქართველოს მეფე -მთავრები მაინც ცდილობდნენ ამ ვასალური დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას. სეფიანთა სახელმწიფოსთან დაპირისპირების პოლიტიკა გააგრძელა ლუარსაბ მეფის მემკვიდრემ სიმონ I- მა (1556-1600). ის ტყვედაც კი ჩაუვარდა ყიზილბაშებს . ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ ქართლის მეფე გაანთავისუფლეს და ამჯერად მას ოსმალებთან მოუხდა ბრძოლა. სიმონ I სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა. XVI საუკუნეში გაძლიერებული თურქეთისათვის სათანადო წინააღმდეგობების გაწევის უნარი არც დასავლეთ მთავრებს და არც იმერეთის სამეფოს არ ჰქონდათ. თავის მხრივ იმერეთის მეფე, გურიისა და სამეგრელოს მთავრები გაუთავებელ ომებს აწარმიებენ ერთმანეთთან, რაც XVII საუკუნეშიც გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდიდან იძენს დიდ მასშტაბებს “ტყვეთა სყიდვის " პროცესი დასავლეთ საქართველოში. ტყვეებით ვაჭრობამ სოციალური კატასტროფის ხასიათი მიიღო. 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატის (1510 - 1565) და ქართლის მეფის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა ოსმალებთან სოხოისტასთან ბრძოლაში ერზურუმის პროვინციაში. ეს მარცხი იქცა სამცხე -საათაბაგოს საქართველოდან საბოლოოდ ჩამოცილების მომასწავებლად და მან ასევე დაუცველი გახადა საქართველოს სამხრეთი საზღვარი. XVI საუკუნის დასაწყისიდან სამცხის ათაბაგებს უკვე პრაქტიკულად სრული დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული საქართველოს მეფეებისაგან. ამასთან სამცხის რეგიონი განსაკუთრებით დაუცველი იყო. ვინაიდან ორ გარეშე მტერთან უხდებოდა დაპირისპირება _ სამხრეთ დასავლეთიდან მას ემეზობლებოდა ოსმალეთი -, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით სეფიანთა ირანი. ათაბაგები ყოყმანობდნენ ალიანსის შეკვრას ქართლის ან იმერეთის მეფეებთან, რადგან ეშინოდათ, რომ გარე მტერთან საბრძოლველად მოწვეული მეფეები ათაბაგთა ძალაუფლებას ბოლოს მოუღებდნენ, ამიტომაც არჩევდნენ მორჩიკების გამოცხადებად და ძღვენის მირთმევას დამპყრობლებისათვის. არც ქართლისა და არც იმერეთის მეფეები არ აღიარებდნენ სამცხის დამოუკიდებლობას და თითოეულს სურდა გამხდარიყო ათაბაგის სუზერენი. ეკლესიაც მეფეებს უჭერდა მხარს. ასეთი პოკიტიკა დამღუპველი გამოდგა .ძნელი იყო ორ ძლიერ და აგრესიულ მეზობელთან ერთდროულად შეთანხმების მიღწევა. თურქებიც და ირანელებიც ბრალს სდებდნენ ათაბაგებს ორგულობაში და ერთიც და მეირეც ახორციელებდა შეტევებს მათ სამფლობელოზე. 1555 წლის ზავის შემდეგ სამცხეში თანდათანიბით ოსმალებმა იმძლავრეს და 1578 წლისათვის უკვე მთლიანად აკონტროლებდნენ რეგიონს. მესხეთში ოსმალეთი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ხარკით და სუზერენად აღიარებით და შეეცადა რეგიონის მთლიანად ანექსირებას. ათაბაგები ამ ვითარებაში ცდილობდნენ ყიზილბაშების მხარდაჭერის მოპოვებას . ამ ხანებში, როდესაც ირანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ქართული სამეფოების და სამთავროების მთლიანი ინკორპორაცია, ის კმაყოფილდებოდა ამ უკანასკნელის ვასალური დამოკიდებულებით. ამდენად ათაბაგებისათვის უფრო მისაღები ირანი ხდებოდა. თუმცა ირანმა ვერ მოახერხა აქ პოზიციების შენარჩუნება. XVI საუკუნის დასაწყისში ათაბაგები ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას .მაგრამ მას შემდეგ თანდათანობით ინტენსიური გახდა რეგიონის ისლამიზაციისა და “ თურქიზაციის " პროცესი. სამცხე -საათაბაგოში თურქთა ჰეგემონიის დამყარება უდიდეს მარცხს ნიშნავდა ქვეყნისათვის. ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი კულტურული თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე დაწინაურებული მხარე, ქვეყანას ჩამოსცილდა. (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) 600 შეფასება არ არის
|