x
image
Teklamaisuraze
ვენის კონგრესი 1814-1815
1814 წლის სექტემბერში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა ვენაში კონგრესი მოიწვიეს. კონგრესის დასკვნით აქტს მათ 1815 წლის 9 ივნისს მოაწერეს ხელი.

image

მიჩნეულია რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ეტაპი სწორედ ვენის კონგრესით იწყება. ამ ეტაპს “ ვენის სისტემას " უწოდებენ. ევროპული სახელმწიფოებისთვის უმთავრესი გახდა ევროპაში წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნება. პასუხისმგებლობა კი თავად “ დიდ სახელმწიფოებს " : დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიას, ავსტრიასა და რუსეთს ეკისრებოდა.

ამ სისტემამ საერთაშორისო სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა დაამკვიდრა. პირველად დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკაში მოლაპარაკებები შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების შესახებ .საერთაშორისო ურთიერთობების ვენის სისტემა. ე.წ. “ევროპული კონგრესი" უაღრესად მდგრადი აღმოჩნდა .


image

ვენის კონგრესის დასკვნითი აქტი

მუხლი 1.ვარშავის საჰერცოგო, იმ ოლქების გამოკლებით, რომელთათვისაც ქვემოთ მიღებული მუხლებით სხვა დანიშნულებაა განსაზღვრული, სამუდამოდ უერთდება რუსეთი იმპერიას.

მუხლი 2. ვარშავის საჰერცოგოს ნაწილი შედის პრუსიის მეფისა და მისი მემკვიდრეების სამფლობელოში.

მუხლი 16. პრუსიის მეფეს გადაეცემა ....მიწები რაინის მარცხენა სანაპიროზე მითითებულ საზღვრებში.

მუხლი 53. გერმანიის ...სახელმწიფოები და თავისუფალი ქალაქები ....ქმნიან სამუდამო კავშირს, რომელიც იწიდება “ საერთო გერმანულ კავშირად."

მუხლი 65. ნიდერლანდის ოლქები და ბელგიის პროვინციები... ერთად ქმნიან განსაკუთრებულ სახელმწიფოს ...და იწოდება ნიდერლანდის სამეფოდ.

მუხლი 74.შვეიცარიის 19 კონტინენტის მთლიანობა და ხელშეუხებლობა აღიარებულია ჰელვეციური კავშირის შექმნით.

მუხლი 75. ვალისი, ჟენევის ოლქი და ნევშატელის სათავადო უერთდება შვეიცარიას და ქმნის მის სამ ახალ კანტონს.

მუხლი 94. ვენეციის ოლქი და დალმაცია გადაეცემა ავსტრიას.

მუხლი 104. მეფე ფერდინანდ IV -ს, მის მემკვიდრეებს და შთამომავლობას უბრუნდებათ ნეაპოლიტანიის ტახტი, ყველა სახელმწიფო ცნობს მას ორივე სიცილიის სამეფოს მეფედ.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. ნაპოლეონის ომები

2. ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთშ

3.ნაპოლეონის I_ ის მმართველობის ბოლო წლები

0
313
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0