x
image
Teklamaisuraze
ნაპოლეონის ომები
საფრანგეთის რევოლუციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების შემდგომ განვითარებაზე . საფრანგეთში მონარქიის დამხობამ და მეფე ლუი XVI _ ის სიკვდილით დასჯამ ევროპის მონარქების აღშფოთება გამოიწვია.

image

მათ საფრანგეთის წინააღმდეგ ომები დაიწყეს.ამას გარდა, ევროპის სახელმწიფოების ნაწილი იმედოვნებდა, რომ რევოლუციური შიდა ბრძოლებით დასუსტებულ საფრანგეთს გარკვეულ ტერიტორიებს წაართმევდა და თან ერთ_ერთ ძლიერ კონკურენტს მოიშორებდა საერთო ვაჭრობაში.

1799 წელს, როდესაც საფრანგეთის სათავეში ნაპოლეონ ბონაპარტი მოვიდა, საფრანგეთი კონტრ შეტევაზე გადავიდა და ევროპული სახელმქიფოების დაპყრობა დაიწყო. ომი საფრანგეთსა და ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებს შორის 1815 წლამდე გაგრძელდა. და ის ისტორიაში “ნაპოლეონის ომებით " სახელით შევიდა.


image

1794 წლის 27 ივლისს , იაკობინელთა დამხობის შემდეგ, კონვენტმა _ საფრანგეთის დროინდელმა პარლამენტმა, _ ხელისუფლება 5 კაცისგან შემდგარ დირექტორიას გადასცა.

მაგრამ ამ მთავრობამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა და 1799 წელს დირექტორის მმართველობა დასრულდა: ეგვიპტის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა.

image

აღმასრულებელი ხელისუფლება სამი კონსულის, ფაქტობრივად კი პირველი კონსულის, ნაპოლეონის ხელში გადავიდა.

1802 წელს ნაპოლეონს კონსულის თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე გადასცეს .

1804 წელს კი იმპერატორად გამოაცხადეს ნაპოლეონ _ 1 ის სახელით.


image

ნაპოლეონ I _ის ომები

საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ევროპის სახელმწიფოები რამდენჯერმე გაერთიანდნენ და ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ . 1812 წლამდე ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ .საფრანგეთთან დამარცხებული სახელმწიფოები იძულებული ხდებოდნენ, გამარჯვებულს დაზავებოდნენ, მისი პირობები ეცნოთ და გაერთიანებას დროებით მაინც გამოთიშვოდნენ.

1801 წელს ნაპოლეონმა ავსტრია დაამარცხა . ავსტრიის იმპერატორმა საფრანგეთის მიერ ბელგიისა და რაინის მარცხენა ნაპირის დაპყრობა აღიარა.მან ასევე დამოუკიდებლად ცნო ლომბარდიის ( იტალიის ნაწილი ), შვეიცარიისა და ჰოლანდიის რესპუბლიკები, თუმცა, ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკები საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

1805 წელს ინგლისი , რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია და სიცილიის სამეფოები საფრანგეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მთლიანობაში მოკავშირეებმა 500 ათასამდე ჯარისკაცი შეკრიბეს. ევროპულ სახელმწიფოებს გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან ფრანგული ჯარის ნაწილების განდევნა და იქ მონარქიული რეჟიმების აღდგენა სურდათ. თავის მხრივ ნაპოლეონი ინგლისში შეჭრას გეგმავდა.

image

მაგრამ, ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან 1805 წელს ტრაფალგართან საზღვაო ბრძოლაში ადმირალ ნელსონის მეთაურობით ინგლისის ფლოტმა საფრანგეთ_ ესპანეთის ფლოტი გაანადგურა .სამაგიეროდ კონტინტზე ნაპოლეონი სამხედრო ოპერაციებს კვლავ წარმატებით ახორციელებდა.მოკავშირეებმა ძირითად ძალებს იტალიის ფრონტზე მოიყარეს თავი. ამით ნაპოლეონმა ისარგებლა და ულმის ციხესიმაგრესთან ავსტრიის არმია აიძულა კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

1805 წლის შემოდგომაზე ნაპოლეონი ვენაში ტრიუმფით შევიდა .გადარჩენილი ავსტრიული ნაწილები ჩეხეთში რუსულ არმიას შეუერთდნენ. მაგრამ 2 დეკემბერს ნაპოლეონმა ისინი აუსტერლიცთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. აუსტერლიცთან ბრძოლას ხშირად “ სამი იმპერატორის " ბრძოლასაც უწიდებენ, რადგან მასში საფრანგეთის, ავსტრიისა და რუსეთის იმპერატორები პირადად მონაწილეობდნენ. მოკავშირეთა არმია სრული განადგურებისგან ქართული წარმოშობის რუსმა გენერალმა, პეტრე ბაგრატიონმა იხსნა.მან უზრუნველყო დამარცხებული არმიის უკან დახევა.

imageაუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ ავსტრია იძუკებული გახდა, ხელი მოეწერა საფრანგეთთან ზავისათვის. ავსტრიამ ცნო საფრანგეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები და უზარმაზარი კონტრიბუციის გადახდა იკისრა.ავსტრია ასევე ცნობდა სამხრეთ გერმანულ მიწებზე ახალი გაერთიანების “რაინის კავშირის " შექმნას, რომელიც საფრანგეთის მფარველობის ქვეშ შევიდოდა . ავსტრიამ ამ ხელშეკრუკებით თავისი მიწების დიდი ნაწილი დაკარგა . მომდევნო წელს ნაპოლეონმა პრუსიაც დაამარცხა და ბერლინში შევიდა.

1806 წლის 21 დეკემბერს ნაპოლეონმა ხელი მოაწერა დეკრეტს “ კონტინრნტური ბლოკადის " შესახებ. ეს დეკრეტი საფრანგეთზე დამოკიდებული ყველა სახელმწიფოს ინგლისთან ვაჭრობას და ბრიტანული საქონლის ევროპაში შემოტანას კრძალავდა.ამ ღონისძიებებით ნაპოლეონი ინგლისასთვის ფინანსური ზარალის მიყენებას ცდილობდა. თავის მხრივ, ინგლისმაც გამოუცხადა საფრანგეთს ბლოკადა: ყველა ნეიტრალურ ხომალდს, რომელიც საფრანგეთისკენ საქონლით დატვირთული მიემართებოდა, აკავებდა და საფრანგეთამდე არ უშვებდა.

1807 წელს ნაპოლეონმა პრუსიისა და რუსეთის ჯარის ნაწილები დაამარცხა .რუსეთი იძულებული გახდა, ქალაქ ტილზიტში ( აღმოსავლეთ პრუსია) საფრანგეთთან ზავი დაედო. ტილზიტის ზავის პირობებით, რუსეთი ევროპაში მომხდარ ყველა ტერიტორიულ _ პოლიტიკურ ცვლილებას ცნობდა და ნაპოლეონის მიერ გამოცხადებულ კონტინენტურ ბლოკადას უერთდებოდა .

1808 წელს საფრანგეთმა ესპანეთის ოკუპაცია დაიწყო და მარტში ნაპოლეონის ჯარებმა მადრიდი დაიკავეს. ბონაპარტმა ესპანეთის მეფის ტახტზე საკუთარი ძმა აიყვანა.


(საქართველოსცერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

0
870
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0