x
image
Teklamaisuraze
ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში

1810 წლის ბოლოდან ნაპოლეონმა რუსეთში ლაშქრობისათვის მზადება დაიწყო.ამისთვის მან სპეციალურად დიდი არმია შეკრიბა, რომელშიც ფრანგების გარდა ასევე უკვე დაპყრობილი ქვეყნების ჯარებიც შედიოდნენ. არმია 600 000 ჯარისკაცს აერთიანებდა და შეიარაღებული იყო 1 372 ზარბაზნით.

image

რუსებმა თავდაცვა სამი სამი მიმართულრბით გადაწყვიტეს. პირველი არმია ( 127 000 ჯარისკავით ) რომლის სათავეშიც გენერალი მ. ბარკლაი_დე _ტოლი იდგა. დედაქალაქის პეტერბურგის მიმართულებას იცავდა. მეორე არმია (48 000 ჯაროსკაცით) რომლის სათავეში იდგა გენერალი . ბაგრატიონი _ მოსკოვის მიმართულებას. მესამე არმია 46 000ჯარისკაცით) კი გენერალ ა.ტორმასოვის მეთაურობით _ კიევის მიმართულებას.

image

1812 წელს ნაპოლეონის არმია რუსეთში შევიდა და მოსკოვისაკენ დაიძრა. პირველმა და მეორე არმიებმა უკან დახევა დაიწყეს და ქ. სმოლენსკთან გაერთიანდნენ.

ბარკლაი დე ტოლი ვითარებას სწორედ აფასებდა ( ის დაინიშნა გაერთიანებული არმიის მთავარსარდლად ) და მისი გეგმაც შესაბამისი იყო.ის ნაპოლეონის რუსეთის სიღრმეში შეტყუებას და ომის გაჭიანურებას ზამთრის დადგომამდე აპირებდა. რუსული ცივი ზამთრის დადგომისთანავე ფრანგულ არმიას პატარ _ პატარა დარტყმებით გაანადგურებდა. თუმცა რადგან რუსული არმია უკან იხევდა ამიტომ ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმპერატორმა ალექსანდრე I _მა რუსეთის არმიის მთავარსარდლობა გენერალ მ.კუტუზოვს ჩააბარა.

image

კუტუზოვმა გენერალური ბრძოლის გამართვა ფრანგებთან ბოროდინოს ველზე გადაწყვიტა. 1812 წლის 26 აგვისტოს ბოროდინოს ველზე გაიმართა საფრანგეთისა და რუსეთის არმიებს შორის ბრძოლა. მარცხენა ფლანგი რომელსაც გენერალი ბაგრატიონი მეთაურობდა, ფრანგების შეტევას დიდხანს იგერიებდა . ბაგრატიონი ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა.საბოლოოდ რუსებმა თავისი პოზიციების ნაწილი დატოვეს. მაგრამ ფრანგებმა მოწინააღმდეგის არმიის განადგურება ვერ შესძლეს .

მიუხედავად ამისა, მეორე დღეს კუტუზოვმა ბრძოლის განახლებისგან თავი შეიკავა, ბარკლაი დე ტოლის გეგმას დაუბრუნდა და მოსკოვისაკენ დაიხია.

კუტუზოვმა მოსკოვის დაცლა და უბრძოლველად დატოვება გადაწყვიტა.მან განაცხადა : “ მოსკოვის დაკარგვით მთელი რუსეთი არ დაეცემა, არმიის განადგურებით კი მოსკოვიც და რუსეთიც დაიღუპებაო."

image

2 სექტემბერს ნაპოლეონის არმია მოსკოვში შევიდა . ამ დროს ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ფრანგები დაცარიელებულ და გადამწვარ მოსკოვში აღმოჩნდნენ. ნაპოლეონს თავი გამარჯვებულად მიაჩნდა და მოსკოვში ელოდა რუსეთის იმპერატორის ელჩებს. მაგრამ რუსებმა მცირე დარტყმებით გეგმაზომიერად დაიწყეს ფრანგული არმიის განადგურება. მაშინ ნაპოლეონმა რუსებს თავად შესთავაზა დაზავება, მაგრამ უარი მიიღო. ამასობაში ზამთრის და ყინვების მოახლოების გამო 6 ოქტომბერს საფრანგეთის არმიამ მოსკოვი დატოვა და სამხრეთისკენ დაიძრა, მაგრამ იქ რუსებმა ბრძოლები გაუმართეს და არ გაატარეს. ნაპოკეონი იძულებული გახადეს, კვლავ სმოლენსკისკენ შებრუნებულიყო და საფრანგეთისკენ იმავე გზით დაბრუნებულიყო, საიდანაც მოვიდა.

image

ეს გზა გაპარტახებული იყო და სურსათ _სანოვაგის შოვნა უზარმაზარი ფრანგული არმიისთვის ძალიან ჭირდა. გარდა ამისა, კუტუზოვის გეგმით ფრანგულ არმიას თავს ესხმოდნენ რუსული ჯარები და პარტიზანები.ამას დაემატა ნაადრევად დაწყებული ყინვები. 26_ 28 ნოემბერს კი კუტუზოვმა მდინარე ბერეზინაზე გადასვლისას გადამწყვეტი შეტევა მიიტანა საფრანგეთის არმიაზე. ფრანგები დამარცხდნენ.

ნაპოლეონმა არმიის ხელმძღვანელობა მარშალ მიურატს გადასცა., თვითონ კი პარიზში დაბრუნდა. უკან დახევისას ბონაპარტის არმიის დიდი ნაწილი განადგურდა.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. ნაპოლეონის ომები

2
549
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
549
  
2020, 7 მარტი, 23:46
შენც წარმოსახვაში დაამატე
2020, 7 მარტი, 23:28
6000 ჯარისკაცი არარეალურად ცოტაა...
0 1 2