ქალი და მამაკაცი პოლიციამ აღმოაჩინა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ავტომანქანაში სექსი ჰქონდათ, რაც საკარანტინე წესის დარღვევა იყო 2020, 20 მარტი, 16:37 პოლიციამ მილანში 23 წლის ეგვიპტელი მამაკაცი და 40 წლის ტუნისელი ქალი ავტომანქანაში სექსის დროს დააფიქსირა. სამართალდამცავები მათ საკარანტინე წესის დარღვევას ედავებიან, რაც ავტომანქანაში ან მის წინ და უკან შეჯგუფებას გულისხმობს. წყვილი ქალაქ მილანში შესასვლელთან გზის პირას იყო ავტომანქანით შეჩერებული და ერთმანეთთან სექსი ჰქონდათ.
ამჟამად ცნობილი არ არის, გადასცეს სასამართლოს პოლიციელებმა წყვილი თუ დაჯარიმების შემდეგ გაუშვეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა მანქანის ნომრები ჩაინიშნეს და მეთვალყურეობდნენ, სანამ წყვილი შინ დაბრუნდებოდა.
იტალიაში უმკაცრესი საკარატინე წესები მოქმედებს. აპენინის ნახევარკუნძულზე ამჟამად მოსახლეობას მხოლოდ აფთიაქში ან მაღაზიაში წასვლა შეუძლიათ, ხოლო თუ მკურნალობა ესაჭიროებათ – საავადმყოფოში. დანარჩენ შემთხვევებში გადაადგილება აკრძალულია და დამრღვევს სერიოზული ფინანსური სანქციები დაეკისრება, ხოლო ზოგ შემთხვევაში პატიმრობაც კი შეიძლება შეეფარდოს. 956 შეფასება არ არის
|