x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სექსი გულის დაავადებების დროს – სასარგებლოა თუ მავნებელი?

გულის უეცარი გაჩერება


ბევრი ადამიანი, ვისაც გულის დაავადებები აქვს, ნებაყოფლობით უარს ამბობს სექსზე, რადგან ფიქრობს, რომ დატვირთვა, რაც გულს ამ დროს ადგება, მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თუმცა მეცნიერებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. კარდიოლოგების განმარტებით, სექსი გულის დაავადებების დროს მხოლოდ ძალიან იშვიათად არის მავნებელი. უმრავლეს შემთხვევაში კი სექსი გულის დაავადებების დროს არ იწვევს ინფარქტს.


“როდის შემიძლია სექსი მქონდეს?” აღნიშნული შეკითხვის დასმა გულის დაავადების მქონე ბევრ პაციენტს ექიმისთვის ერიდება. როგორც კვლევამ დაადასტურა, მხოლოდ შემთხვევათა 0, 9 %-ში არის ინფარქტი გამოწვეული სექსით. დანარჩენ 99, 1 %-ში სექსი თურმე სასარგებლოც კია და აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, როგორც გეგმაზომიერი ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში.


ექიმებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ პაციენტს შეიძლება მოერიდოს, რომ საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საუბარი სექსის დროს შესაძლო ფიზიკურ გართულებებზე გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში. ამიტომ კარგმა კარდიოლოგებმა თავად უნდა აუხსნან მათ, ქმნის თუ არა საფრთხეს სექსი კონკრეტულად მათ შემთხვევაში, რადგან სექსი ადამიანის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.



თუმცა, არსებობს გარკვეული ზოგადი რეკომენდაციები ყველასათვის: გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში თავდაპირველად დაიწყეთ კოცნით და ალერსით. შემდეგ კი გადადით პარტნიორის ხელით დაკმაყოფილებაზე ან ორალურ სექსზე. ხოლო თუ ამ ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიარა, მეორე დღეს უკვე ტრადიციული სექსი სცადეთ. ასე გვირჩევენ მედიკოსები.


გულის უეცარი გაჩერება


კვლევამ დაადასტურა, რომ გულის პაციენტებისთვის სექსი სარისკოა მაშინ, როცა თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვერ გრძნობს – როცა ეშინია, რომ პარტნიორი მიატოვებს და როცა ფარულად კავდება სექსით.


თავისუფალ ურთიერთობებში მყოფ პაციენტებს გულის ინფარქტის ნაკლები რისკი აქვთ.


გულის პაციენტების 99, 1 %-ისთვის სექსი სრულიად უსაფრთხოა. “ვისაც კიბის ავლა შეუძლია, მას სექსიც შეუძლია”, – ასე განმარტავენ გერმანელი მედიკოსები.


0
1055
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0