x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იაპონიაში ახალგაზრდა მამაკაცებმა ქალის საცვლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ნიღბებად გამოიყენეს
სტრიმერი


იმის გამო, რომ სახის ნიღბები, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას კორონავირუსისგან დასაცავად, არ არის საკმარისი, იაპონელმა მამაკაცებმა ორიგინალურ ხერხს მიაგნეს და სახეზე ნიღბების ნაცვლად... ქალის თეთრეული აიფარეს.


მამაკაცები სტრიმერმა Twitch Cjaysan-მა აღმოაჩინა. მშობლიური იაპონიის ირგვლივ მოგზაურობის დროს მასთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომლებსაც სახეზე ცოტა ხნის წინ ნაყიდი ქალის თეთრეული ეკეთათ.


ციაი გაესაუბრა მამაკაცს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და რომელსაც სახეზე ყვითელი ქსოვილის საცვალი ეკეთა.



"რა არის ეს?" – იკითხა ცაიმ და მამაკაცს ”ნიღაბზე” მიუთითა.


”საცვალი, ” – უპასუხა მამაკაცმა. “ეს არის საცვალი”.


“სად იშოვეთ?" ჰკითხა ციაიმ, რომელსაც დაახლოებით 63 000 მიმდევარი ჰყავს “ტვიტერზე”. "ეს შენს შეყვარებულს ეკუთვნის?"


”არა. არ არის შეყვარებულის”, – თქვა მამაკაცმა.


"აბა ნიღაბია?"


მამაკაცმა და მისმა მეგობარმა, რომლებსაც სახეებზე საცვლები ეკეთათ, დაადასტურეს, რომ ეს ასე იყო ნიღბები. მათ განმარტეს, რომ ქალის საცვლები კორონავირუსის შეჩერების მიზნით გაიკეთეს.


სტრიმერი


”ოჰ, ეს ჭკვიანურია”, – თქვა ციაიმ.


მიუხედავად იმისა, რომ სახის ნიღბები პოპულარობის საგნად იქცა სწრაფად გავრცელებული კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მათი დაცვითი ეფექტი მიზერულია, თუ ჯანმრთელი ხართ. მაგრამ თუ უკვე გაქვთ ინფექცია, ნიღბის გამოყენება გონივრულია, რათა ხველების და ცემინების შედეგად ვირუსი სხვა ადამიანებს არ გადადოთ.


მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხომ არაფერი უთქვამს ქალის თეთრეულის გამოყენებაზე კორონავირუსისგან თავის დასაცავად?! ასე რომ...

0
392
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0