x
image
დავითი ჩუთლაშვილი
იაპონელებმა კარანტინში მყოფების გასამხნევებლად სანთლებისგან გულები დაანთეს
იაპონია


მართალია, კორონავირუსი სახუმარო პრობლემა არ არის, მაგრამ მის გამოჩენას თან უამრავი ამაღელვებელი ისტორია მოჰყვა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ისტორიაზე ამ სტატიაში მსურს გიამბოთ.


იაპონიის შიბას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ კაცუურას მაცხოვრებლები იმ სასტუმროს გარეთ შეიკრიბნენ, სადაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დაბრუნებული იაპონიის მოქალაქეები კარანტინში იყვნენ მოთავსებულები.


ეს გულის გამათბობელი ამბავი 11 თებერვალს მოხდა, როდესაც მოქალაქეებმა სასტუმროს წინ, ქვიშაში, ტრადიციულ იაპონურ თაღთან ბამბუკის ჯოხების გვერდით დანთებულ სანთლებს გულის ფორმა მისცეს.



იაპონია


გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 760 იაპონიის მოქალაქე ევაკუირებულ იქნა ვირუსის ეპიცენტრიდან, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან. ისინი იაპონიაში დაბრუნდნენ 29 იანვარს და დაუყოვნებლივ 14-დღიან კარანტინში იქნენ მოთავსებული.


საბედნიეროდ, ევაკუირებულთა შორის არავინ გარდაცვლილა და იაპონიის ყველა მოქალაქემ, რომელიც ქალაქ კაცუურაში კარანტინში იმყოფებოდა, მშვიდობიანად შეძლო შინ დაბრუნება, თუმცა სასტუმროს წინ, ქვიშაში დანთებული სანთლები კიდევ დიდხანს შემორჩება ისტორიას, როგორც ადამიანური სიყვარულის და თანადგომის მაგალითი.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0