სიახლეები ვალენსიაში 119 ადამიანი კორონავირუსის გამო ბორდელში გამოკეტეს 2020, 28 თებერვალი, 23:58 ![]() ესპანეთის ნაციონალური პოლიციის თანამშრომლები ვალენსიაში ბორდელ “შვარცვალდს” მკაცრად აკონტროლებენ, სადაც იმყოფება სექსმუშაკი, რომელმაც უარყო ჯანდაცვის უწყების მითითებები იზოლაციის შესახებ მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. ბორდელის თანამშრომელ გოგონას კორონავირუსი დაუდგინეს და პოლიციამ დაწესებულების 86 კლიენტი, მეპატრონეები, დაცვის წევრები, ოფიციანტები და დამლაგებლები – ჯამში 119 ადამიანი დაუყოვნებლივ გამოკეტა კარანტინში. პოლიცია თავდაპირველად არც იმას იტყობინებოდა, თუ როდის დასრულდებოდა კარანტინი და როდის გაუშვებდნენ დაკავებულ ადამიანებს სახლებში.
ბორდელთან უკვე შეიკრიბნენ კლიენტების და თანამშრომლების ცოლები და ისინი ცდილობენ, გაიგონ, თუ როდის გაუშვებენ მათ ქმრებს შინ.
სამართალდამცავი სტრუქტურები განმარტავენ, რომ ადამიანები კარანტინში უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით მოათავსეს, მიუხედავად იმისა, რომ იზოლირებული 119 პირიდან დაავადების ნიშნები არ გააჩნია 118-ს და მხოლოდ ერთს აქვს დადგენილი კორონავირუსი. ![]() პოლიცია განმარტავს, რომ კარანტინი 14 დღეში დასრულდება და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ყველა შეძლებს, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ხელისუფლება კარანტინში მყოფ ადამიანებს ცხოვრების ნორმალურ პირობებს აღუთქვამს და მოუწოდებს მათ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. იზოლირებულებს ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაურიგეს 119 სამედიცინო ნიღაბი და აუხსნეს, თუ როგორ გამოიყენონ ისინი. 2060 1-ს მოსწონს
|