x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა კიბოს დამარცხების ახალ ხერხს მიაგნეს
თი ლიმფოციტი


ახლად აღმოჩენილი T-ლიმფოციტი კიბოს უნივერსალური თერაპიის შექმნის იმედს იძლევა.


”არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო”, – განაცხადა პროფესორმა ენდრიუ სიუელმა. ის ამაყობს იმით, რომ აღმოაჩინა ახალი ტიპის მკვლელი T-ლიმფოციტი, რომელიც აღიქვამს და კლავს ადამიანის კიბოთა უმეტესობას, მაგრამ უგულებელყოფს და არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.


ახალი იმუნური უჯრედის დახმარებით, მკვლევარებს სურთ შეიმუშაონ ზოგადი თერაპია, რომელიც ხელს შეუწყობს ბრძოლას ყველა სახის კიბოს წინააღმდეგ.



უელსში, კარდიფის საუნივერსიტეტო მედიცინის სკოლის სამეცნიერო ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს და მოკლას კიბოს უჯრედების უმეტესობა. ახალი მეთოდის გამოყენებით, რომლის თანახმად დაავადებული ადამიანის იმუნურ უჯრედებს აიღებენ, შეცვლიან და მოდიფიცირების შემდეგ ისევ პაციენტის სხეულში დააბრუნებენ, მკვლევარებს სურთ, შეიმუშაონ უნივერსალური თერაპია კიბოს წინააღმდეგ. კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ იქნა წარმოდგენილი ცნობილ სამედიცინო ჟურნალში „ბუნების იმუნოლოგია“.


მკვლევართა ჯგუფის ცნობით, კიბოს ყველაზე გავრცელებული იმუნოთერაპია არის ე.წ. CAR-T უჯრედული თერაპია, რომლის ნაკლი ისაა, რომ ის აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული ყველა ავადმყოფზე. გარდა ამისა, იგი მიზნად ისახავს მხოლოდ რამდენიმე სახის ლეიკემიის დამარცხებას და, როგორც წესი, წარმატებული არ არის სოლიდური სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში.


T-უჯრედების ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ უნივერსალური მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია, რადგან მკვლევარებმა ახლახანს აღმოაჩინეს T-უჯრედები, რომლებიც აღჭურვილია ადრე უცნობი ტიპის რეცეპტორებით. ეს რეცეპტორები საშუალებას აძლევს იმუნურ უჯრედებს ადამიანის კიბოს უმეტესობა ამოიცნოს და გაანადგუროს ისე, რომ ჯანმრთელი უჯრედები არ დააზიანოს.


თი ლიმფოციტი 2


მაგრამ მაინც როგორ მუშაობს ახალი რეცეპტორი?


არსებული გამოკვლევის თანახმად, ეს რეცეპტორი (TCR) სპეციალიზებულია მოლეკულაში, რომელიც დიდი რაოდენობით განფენილია კიბოს უჯრედების ზედაპირზე და ასევე სხეულის ბევრ ნორმალურ უჯრედში. T-უჯრედს შეუძლია რეცეპტორის მეშვეობით განასხვავოს ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედები და მხოლოდ სიმსივნური უჯრედები დახოცოს.


ახალი მეთოდი წლის ბოლოს შემოწმდება უკურნებელ ავადმყოფებზე. თუ მკურნალობამ შედეგი გამოიღო, რისი ნიშნებიც აშკარაა, მეთოდი რამდენიმე წელიწადში უკვე ფართოდ დაინერგება მედიცინაში.

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0