სიახლეები მართალია, რომ ბავშვები თითქმის არასოდეს არ ავადდებიან კორონავირუსით? თუ კი, რატომ ხდება ასე? 2020, 12 თებერვალი, 22:54 ერთი კვირის წინ მსოფლიო შეძრა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩინეთში ახალშობილს დაბადებიდან მეორე დღეს კორონავირუსი დაუდგინეს. ეს იყო ყველაზე მცირე ასაკის პაციენტი მსგავსი დაავადებით, რომელიც უკვე გახდა 1100-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი იმ 40 ათასი პაციენტიდან, ვისაც უკვე შეხვდა საშიში მიკრობი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხევები ძალიან იშვიათია ბავშვებს შორის. ეს არის, როგორც იტყვიან, სულ ერთეული შემთხვევები. დაავადებულთა უდიდესი ნაწილი ჩინეთის მცხოვრებია, თუმცა ვირუსის გავრცელება აღინიშნება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. როგორც ძალიან ცნობილ და გავლენიან ამერიკული სამედიცინო ჟურნალში “Journal of the American Medical Association” დაიწერა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსი ძირითადად 40-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანებს შეეხო. მაგრამ რატომ ხდება ასე? მეცნიერებს ამის ზუსტი ახსნა არ გააჩნიათ. თუმცა, არსებობს ძალიან დამაჯერებელი და სანდო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ერთიდან 5 წლამდე ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან კარგად არის მომზადებული ვირუსებთან საბრძოლველად და ბავშვები მართალია, ავადდებიან კორონავირუსით, მაგრამ ისინი დაავადებას ხშირად იმდენად იოლ ფირმებში უმკლავდებიან, რომ მისი დიაგნოსტიცირება შეუძლებელია. ბავშვს, როგორც წესი, ძალიან ჯანსაღი ორგანიზმი აქვს და იტანს არამარტო კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ, სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს ბევრად უფრო უკეთ, ვიდრე მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი. ეს დამტკიცებულია წარსულის უამრავი გამოცდილებით. კორონავირუსით გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი სიგარეტის მწეველები, ასევე დიაბეტის, COPD-ს და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონეები არიან. მათ ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს ახალი დაავადება. 140 შეფასება არ არის
|