x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინური კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა ძირს მიექანება
image

პროგნოზებით, მსოფლიო ეკონომიკას გაჭიანურებული ჩავარდნა ელის მომაკვდინებელი ჩინური ვირუსის გავრცელების გამო. ამის დასტურია, სამრეწველო ლითონების ფასების ინდექსის ვარდნა, რომელიც გამოითვლება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody's– ის მიერ.



სააგენტო კვლევის მიხედვით, Moody's-ის ინდექსი პირდაპირ არის დამოკიდებულია მსოფლიო მშპ-ის ზრდაზე. ანალიტიკოსების აზრით, როდესაც გლობალური ეკონომიკა ნელდება, მაჩვენებელი ქვემოთ ეცემა, ხოლო დაჩქარების შემდეგ, პირიქით იზრდება.


მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემებერში ჩინური ვირუსი გავრცელდა, საერთო ინდექსი უკვე დაეცა 7.1 პროცენტით. მათ შორის- სპილენძი დაეცა 10.4 პროცენტით, ნიკელი- 8.7 პროცენტით, კალა- 8.2 პროცენტით, თუთია -7, 3 პროცენტით, ტყვია გაიაფდა 4, 6 პროცენტით, ხოლო ალუმინი 3.5 პროცენტით.



შედეგად, 2020 წლის 29 იანვარის მონაცემებით, ინდექსმა მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს ბოლო წლების განმავლობაში.

მან დაჩრდილა, თუნდაც ბოლო წლებში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების ყველაზე მწვავე მომენტები.

ანალიტიკოსების აზრით, თუ ეპიდემია გადაიქცევა სრულფასოვან პანდემიად, ამან შეიძლება გამოიწვიოს წარმოებული საქონლის ფასების და სამრეწველო ლითონების ინდექსის კიდევ უფრო დაბლა ვარდნა.

ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფად აღდგეს, საშიში ვირუსის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი.

ეს გავლენას მოახდენს ისედაც დამუხრუჭებულ გლობალურ ეკონომიკაზე, რომლის შენელება დაფიქსირდა ვირუსამდეც კი. თუ 2018 წელს ეს იყო 3.6 პროცენტი, 2019 წელს - უკვე 2.9 პროცენტი შეადგინა.


ეკონომისტები კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას უწოდებენ "შავ გედს" -რთულად პროგნოზირებად და იშვიათ მოვლენას, რომელსაც ძლიერი ზეგავლენა ექნება გლობალურ მშპ-ზე. ადრე ეს ტერმინი მოხსენიებული იყო 2008-2009 წლების დიდ რეცესიასთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ ვირუსით მდგომარეობა უფრო არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ვიდრე ათი წლის წინანდელი კრიზისი.


3
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
2020, 19 თებერვალი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 თებერვალი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 2:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3