x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
შამაში
შამაში


შამაშ, შამაში (Shamash, აქად. მზე), მზის ღმერთი, შუმერული უთუ. შამაშის სახელი შემორჩენილია სვანურ საფერხულო სიმღერაში "შაი-ვოდი შამარერა, შა!". შამარერა არის ძველი საფერხულო სიმღერა, რაც განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში სრულდებოდა სწრაფი, ენერგიული მოძრაობით და ჰიმნის შეძახილით. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესაა სიტყვათა კომპლექსი, რაც ძველი ცივილიზაციების კავშირზე მეტყველებს: "შამა-რე-რა", სადაც "შამაშ" აქადთა მზის ღმერთია, "რე", "რა" - ეგვიპტელთა მზის ღმერთი, ორმაგად გადასული სიმღერაში. ამათ ემატება კიდევ ერთი ძველი სვანური ჰიმნი "ლილე", სადაც ჩანს მზის მესამე ღმერთის - შუმერული ენლილის სახელი, რაც გვაძლევს მზის ღმერთის საყოველთაო სამებას. ასეთი სიმღერა მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. "შამაშ" ეწოდებოდა ღამის მზეს, როდესაც ის ქვესკნელშია. ამრიგად, შამარერა შეგვიძლია გავიგოთ, როგორც წარმართული საფერხულო მოწოდება - "მზე შინა დამზე გარეთა, მზე შინ შემოდიო."

შამაში მკაცრად სჯის ფიცის გამტეხს და უპიროს (მაგალითად დიდ არწივს, რომელმაც ძმადნაციფ გველს ხის ქვეშ ნაწილები შეუჭამა). მას ადიდებს შუმერი ეტას მითში:


"ვრცელია ბადე გმირ შამაშისა,


ვრცელზე ვრცელ ხმელეთს ზედ ეფინება,

შორეულ ზეცას მოიცავს იგი,

შამაშის ბადეს ვინ დააღწევს თავს?

თვით ავი ანზუ მას ვერ გაექცა!"


შამაში


შამაში, იგივე უთუ-შამაში ტიპური შუმერული ღმერთია, ისევე როგორც გილგამეში, ენლილ, ენკი, ენგური.... შამაში ბაბილონელთა მზის ღმერთიცაა. ზიგურათი და ტაძარი ჰქონდა, შუმერთა მზის ღმერთის, უთუს ორეულია, მსოფლიო შუქი, რომელზეც დამყარებულია სიცოცხლე, შრომა, წესრიგი. გმირი მეფეა, ტახტზე ზის, ღამეს და წყვდიადს ამარცხებს. ოთხი რქა ამშვენებს მის გვირგვინს (მოსესაც ორი რქა აქვს, ძლიერების სიმბოლო), იშთარის დახმარებით საიქიოდან გათავისუფლებული დიდი ფრთოსანი ღმერთი, ორი სხვა ღმერთის შემწეობით ადის ცაში. შემდეგ მთვარის დისკოს ემბლემაც ემატება. როგორც სამართლიანობის ღმერთ, გვიანდელ, აქადურ-ბაბილონურ მითოლოგიაშიც ცოცხლობს და გამოსახულია ჰამურაბის სტელაზე. შამაშის კულტი გავრცელებული იყო ასირიაშიც, სიპარშიც, ჩრდილოეთით ლარსაში და ა.შ. მით უფრო ბუნებრივია მისი შემოღწევა საქართველოში.


შამაში


"შამაში ბოროტების მტერია, მზე ბაბილონისა, შუმერისა, აქადის ქვეყნების შუქის მომფენი, ოთხივ კუთხის მანათობელი" (ჰიმნი). ქვეყნად რომ გზავნიდა, მარდუქმა სინათლისა და სიმართლის სხივი ჩაუდო ბაგეში. ამრიგად, აპოლონ ფებოსის საწყისიც მასშია და თემიდას სამართალიც. ეგვიპტელთა რას და ნაწილობრივ თოთის ფუნქციებიც. მის წმინდა ტაძარ-ბოსელში მშობიარობს ქალღმერთი ნინ-სუნა (სახლის ძროხა).


შამაშის შემოკლებული სახეა მზის ძველი ქართული და არაბული სახელი "შამსი" (მზე, შამს. საბა)

სვანურ ენაში შემონახულია თქმა: ""შამაშ ხარ" - ღვთის რისხვამ უწია, ციური სასჯელი დაატყდაო. სიტყვა შემორჩა სიმღერაშიც.

სვანური საფერხულო სიმღერის, "შამარერას" ილუსტრაციას მოგვაგონებს გვიანი კლასიცისტური პერიოდის ბრწყინვალე შუმერული რელიეფური გამოსახულება (დაახ. ძვ.წ. 885 წლის, ინახება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში): მზის დისკოს ქვეშ ზის შამაში და საფერხულო წყობით დამდგარი მსახურების რიგი, ხელაპყრობილი ლოცულობს, თითქოს დუდუნებს: "მზე შინა და მზე გარეთა" ან "შაი-მოდი, შამარარა, შა!"





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
325
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
325
  
2020, 28 იანვარი, 0:38
შამში - მამაკაცის სვანური სახელია, ასევე. ასურეთის ერთ-ერთ მეფესაც ერქვა მსგავსი სახელი - "შამშიადად"
0 1 1