საზოგადოებრივი ენქი - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი 2019, 3 ნოემბერი, 7:09 შუმერულ რელიგიაში ენქი იყო წყლისა და მიწის ღვთაება, ადამიანთა შემქმნელი. ენქი არის იგივე ენგური, მდინარე-წყალთა განსახიერება. მისი სინონიმები ასევე გახლავთ ენკი და ეა, იგივე აია, სახელი, რომელიც კოლხეთის ძველ ქალაქს შემორჩა. ენქი (შუმერ. "უფალი მიწა", "მიწის ბატონი") - აქად. ეა, შუმერ-აქადური სამების წევრია (ანუ - ენლილი - ენქი). ის არის ენლილის ძმა, მარდუკისა და ნანშეს მამა, სიბრძნის, ფიცისა და ნაყოფიერების ღვთაება (როგორც ღმერთ აბზუს ბატონი). ენქის ცოლია ქალღმერთი დამგალნუნა (დამქინა). იგი განაგებს სამყაროს წესრიგს, ადამიანებიც და ღმერთებიც გასაჭირში სწორედ ენქის მოუხმობენ. მისი ძლიერების მთავარი წყარო ჩანს, რომ არის ღვთაებრივი ძალა სახელად "მე". ამ ძალას ის განაგებდა მანამ, სანამ ენქის "მე" ინანამ არ მოსტაცა. ენქის მიეწერება თიხისაგან ადამიანის გამოძერწვა. მრავალი სხვა საგმირო საქმეც ჩაუდენია და ხალხი მუხლმოყრილი ეთაყვანება მთავარ საკულტო ქალაქ ერიდუში. მისი წმინდა ცხოველი იყო თხათევზა ნარევი არსება, რომელსაც წინამო თხისა ჰქონდა, ბოლო კი თევზისა (შუმერ. თხა-ჭანარი). შუმერები და შუმერ-აქადები მას აქებდნენ და უმღერდნენ ჰიმნებს. ენქი ღრმა წყალთა და დედამიწის გარემომცველი მტკნარი ოკეანის ღვთაებაა, რომელსაც ადამიანთა წინაშე დაახლოებით პრომეთესეული ღვაწლი მიუძღვის. როცა მას ღმერთებმა მოუწოდეს დედამიწაზე ჩადი და შენი ღვთაებრივი მოვალეობა შეასრულეო, ენქი დაეშვა ციდან და თიხისაგან ადამიანი გამოძერწა. ამ ქანდაკის გაცოცხლებაში მას დაეხმარა ქალღმერთი ნინთუ, იგივე ნინმახი ან ნინხურსაგი, ანის მეუღლე. შემდეგ ენქიმ ადამიანებს ასწავლა ჭამა-სმა, სიარული, შრომა, მეტყველება, აზროვნება, შექმნა ცხოველები და მცენარეები, მიმართულება დაუდგინა ქარებს, გამართა გუთანი და გაავლო წმინდა ხნული, აღმოაცენა პური და ზედამხედველობა დაავალა ღმერთ ენლილს. ამრიგად, ენქი ასრულებს დაახლოებით პრომეთეს, ელევსინელ დემეტრას და ნაწილობრივ ათენას როლს. ენქი ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანია, რომელნიც წარღვნის მოახლოებას აუწყებენ მეფე ზიუსუდრას. წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983 წ. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწ. II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე234 1-ს მოსწონს |
ენგური შემდგომში ეწოდებოდა აფსუს დამმარცხებელ ენკის. ენკი იგივე ენქი იყო. ენქი შემდგომში, როცა მოხდა ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა შერევა აქადებთან, იქცა აქადების ღმერთ ეად. ეა კი იქცა ბაბილონელთა წამლებისა და ძვირფასეულობის ქალღმერთად და ძალიან ემსგავსებოდა მედეას.