საზოგადოებრივი კვირა - ქართული მითოლოგია 2019, 17 დეკემბერი, 20:11 კვირა, კვირე, იგივე კვირია ერთ-ერთი უძველესი ქართული მითოლოგიური სახეა. მორიგე ღმერთის ძე, ღვთისშვილი, მისი ნასახი, დევთა და ქაჯთა რისხვა, ხმელეთის მოურავი. ამ ძლიერი ღვთაების კულტი უფრო ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთში შემორჩა ("მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს, დიდო კვირეა", ხევს.). წარმართულ სვანურ სიმღერებში ისმის მხოლოდ ცალკეული სიტყვები: "კვირიაო, ეი-ვოი, ჰე!" გადმოცემით, ძველი სარწმუნოებრივი სიმღერაა. ახალწლის კვირაძალზე - წინა ორშაბათს, მამაკაცთა გუნდი დადის კარდაკარ, ჰიმნს გალობს, უმღერის კვირიას, ახსენებს მიცვალებულებს და "ელია ლირდეს" (ელია სიცოცხლისა). მისამღერით გადადის სხვა სახლში. ეს მიმართვა - სიცოცხლე, უთუოდ გულისხმობს, რომ კვირიამ მიცვალებულებს შეუნდოს, ცოცხლებს კი დღეგრძელობა მიანიჭოს. კვირადღესთან და ორშაბათთან (მთვარის დღესთან) ისიც უდავოდ სინათლის ღვთაებაა, იმედი, ჰიმნი, ლილესა და რიჰოს სახესხვაობა. სიტყვის მნიშვნელობა სხსნიან ხევსური მთქმელები და ჩამწერები: ღმერთის მოადგილე, ანგელოზი (ხალხ. პოეზია, VI, 341), მორიგე ღმერთის თანაშემწე, იახსარის მონათესავე. კვირას საკულტო ადგილი იყო სოფელი ატაბე. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე168 1-ს მოსწონს
|