x
image
თორ ნიკე
გა - ქართული მითოლოგია
გა - ქართული მითოლოგია


გა, იგივე გაიმი (სვანურად გაიმ, გიმ - დედამიწა) წარმართული ქართული ქალღმერთია, ბერძნული ქალღმერთის, გეას შესატყვისი, დედამიწის განსახიერება. მისი კერპი იბერიის (ქართლის) სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში იყო აღმართული არმაზთან და გაცთან ერთად. უძველესი ქართული საკულტო სიმღერა დღემდე შემორჩენილია სვანეთში, განსაკუთრებით ეცერში. სრულდება მიწის ნაყოფიერების სადიდებლად. "ტრადიციულად მას ასრულებდნენ მულტურამნათეები, რომლებიც თავს იყრიდნენ აღდგომის კვირას (უკვე ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, მისი გავლენით), დაბინავდებოდნენ უძველეს ეკლესიასთან და დღეში სამჯერ გარშემო უვლიდნენ მას. წინ მიუძღოდათ ბუკის დამკვრელი, მეზარე ზარს უკრავდა და სპეციალური ჰიმნის შემსრულებელი უხუცესები ანთებული სანთქლებით ხელში უგალობდნენ ქალღმერთ "გას".


გა,  იგივე გაიმი


იმავე ჰიმნს ასრულებდნენ ოჯახში სარძლოს მოყვანის დროს. ჰიმნი აქაც ქალის შვილოსნობას უკავშირდებოდა და ამდენად, მისი შესრულებაც სავალდებულოდ მიაჩნდათ. (ალი დავითიანი, ჟურ. საბჭოთა ხელოვნება. 1960, 2).


ბავშვობაში გვინახავს ეს დაუვიწყარი წარმართული სანახაობა. თავისი მაგიური ზემოქმედების ძალით უდავოდ რომ მიგვანიშნებს თავის შორეულ სიმბოლურ მნიშვნელობაზე. ძველი ქართული და ბერძნული ცივილიზაციების დიდ კავშირზე, რასაც უამრავი სხვა საბუთიც ადასტურებს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
148
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0