x
image
nukrichanturia
კახი კალაძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება?!
image უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი. ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას...

ამის გათვალისწინებით, რომ ცნობილ ფეხბურთელსა და ამჟამად "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძეს პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას დღეს ან ხვალ, დააკავებენ. ყოველ შემთხვევაში, რადგან მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, ესე იგი ამ დანაშაულში ბრალდებულია, რადგან ისევ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურას სასამართლოსთვის ყადაღის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ვინმე ცნობილია ბრალდებულად...

პროკურატურას ბრალდების წარდგენაზე არაფერი უთქვამს, თუმცა გაავცელა განცხადება, რომ კალაძის ანგარიშები სწორედ იმის გამო დააყადაღა, ბოლო პერიოდში მის ანგარიშზე საეჭვოდ დიდი თანხა, 6 მილიონი ჩაირიცხა და აქედან 1 მილიონ 600 ათასი გავიდაო...

image არ დაკონკრეტებულა, რას ნიშნავს ბოლო პერიოდი და რატომ ჩათვალა პროკურატურამ კალაძის ფული უკანონო შემოსავლად.


მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია იმას ნიშნავს, როცა პირს კანონის დარღვევით აქვს ნაშოვნი ფული (მაგალითად, ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობა, დანაშაულებრივი გარიგებებით) და მის ლეგალიზაციას, ანუ კანონის ჩარჩოში მოქცევას ახდენს.

image ვერ გეტყვით, რას გულისხმობს პროკურატურა უკანონო შემოსავლებში და კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს ამ 6 მილიონი ლარის უკანონო წარმოშობის შესახებ, მაგრამ ის, რაც გამოქვეყნდა, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს...

კალაძემ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს ყადაღის მოხსნის მოთხოვნით.

ვნახოთ, რა მტკიცებულებებს დადებს პროკურატურა კალაძის წინააღმდეგ. თუ მას ბრალი დაუდასტურდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება!!!

7
1233
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1233
  
2012, 27 სექტემბერი, 4:35
ეეხ კალაძის დაჭერა ასე იოლი რო იყოს აქამდე გააქრობდნენ მაარა...კალაძე მაგარი ჭკვიანია და სათანადო ზურგიც აქვს...ჩერეზ იტალიიდან :)))
2012, 16 აგვისტო, 15:26
ფეხები არ მოაჭამონ კალაძეს!!!
2012, 8 აგვისტო, 10:10
ყველანი ციხეში გამყიდველები ესენი
2012, 7 აგვისტო, 12:02
5 წელი პატიმრობა? რა ამბავია... 4.9 მაინც მიესაჯათ :) :)
2012, 3 აგვისტო, 20:49
მეც მაგ აზრის ვარ
2012, 2 აგვისტო, 10:43
ეს არამგონია მაგ საქმეში იყოს გარეული.. ამას იმდენი ფული აქ მაგ კაპიკების გამო საქმეს არ გაიფუჩებდა
0 1 7