საზოგადოებრივი ისტორია ფერებით 2019, 16 ოქტომბერი, 5:06 ავთანდილ ვაშაძემ დაიწყო ახალი პროექტი "ისტორია ფერებით", რომელიც გულისხმობს საქართველოს ისტორიული შავ-თეთრი ფოტოებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და გაფერადებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: 1. ტერენტი გრანელი (1897-1934) - ნამდვილი სახელი ტერენტი კვირკველია. დიდი ქართველი (მეგრელი) პოეტი. 2. ივანე მაჩაბელი (1854-1898) - ქართველი (ქართლელი) მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. რვა წლის ასაკში უკვე კითხულობდა ვეფხისტყაოსანს, ვისრამიანს, ბარამიანს, დავრიშიანს და ჟურნალ "ცისკრის" ნომრებს. 3) ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) - ქართველი (იმერელი) პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. 4) ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944) - ქართველი (იმერელი) მწერალი. 5) მარიამ (მარო) მაყაშვილი (1902-1921) - საქართველოს ეროვნული გმირი. მოწყალების დად წავიდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ჯარის დასახმარებლად და 19 თებერვალს გარდაიცვალა წითელი რუსის მიერ ნასროლი ხელყუმბარის ნამსხვრევით, რომელიც კეფაში მოხვდა. 6) კონსტანტინე (1893-1975) და ზვიად (1939-1993) გამსახურდიები - დიდი კოლხები. 7) მირზა გელოვანი (1917-1944) - ქართველი (თიანეთში დაბადებული სვანი) პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 8) ლადო ასათიანი (1917-1943) - ქართველი (ქუთაისში დაბადებული სვანი) პოეტი. 9) ელენე დარიანი (1897-1979) - ნამდვილი სახელი ელენე ბაქრაძე (რაჭველი). საიდუმლოებით მოცული პოეტი ქალი. 10) ნატო ვაჩნაძე (თავისი გვარი ანდრონიკაშვილი) (1904-1953) - ქართველი (კახელი) მსახიობი. საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავი. 11) ბორის პაიჭაძე (1915-1990) - ქართველი (გურული) გურული ფეხბურთელი. თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავი და ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. მის სახელს ატარებს მთავარი და უდიდესი საფეხბურთო მოედანი საქართველოში. 12) ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - ქართველი (კახელი) მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 13) ამბროსი ხელაია (1861-1927) - ნამდვილი სახელი ბესარიონ ხელაია. ქართველი (მეგრელი) სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში. 14) გუძა შელია - სრული სახელი გუძა კაზას ძე შელია. ქართველი (მეგრელი) აბრაგი. მასზე დაიწერა რომანი - დათა თუთაშხია. სწორედ გუძა შელია იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი. 15) დავით სარაჯიშვილი (1848-1911) - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, ქართველი (ქართლელი) საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დიდი მრეწველი და საოცარი ქველმოქმედი. 16) დავით კაკაბაძე (1889-1952) - ქართველი (იმერელი) ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, პროფესორი. მან გამოიგონა უსათვალო სტერეო-აპარატი, რისთვისაც პატენტები აიღეს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს მუშაობდა სამგანზომილებიანი ფილმის კოცეფციაზე. 17) ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) - დიდი ქართველი (ქართლელი) მუსიკოსი, ქათული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. 18) კატო მიქელაძე (1878-1942) - ქართველი (იმერელი) ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე. 19) ნოდარ დუმბაძე (1928-1984) - ქართველი (თბილისში დაბადებული გურული) მწერალი და სცენარისტი, სსრკ-ს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 20) გიორგი მაზნიაშვილი (1870-1939) - დიდი ქართველი (ქართლელი) მხედართმთავარი, გენერალი. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწ. II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე343 2-ს მოსწონს
|