x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კომუნისტური ჩინეთი 70 წლისაა-როგორ იქცა ჩინეთი ზესახელმწიფოდ
image

სამხედრო ტექნიკა მზადაა, დროშები თითქმის ყველა შენობაზე ფრიალებს, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, აკრძალულია საფოსტო მტრედები და დრონები, მატარებლებს ჩხრეკენ, ყველგან პატრულია.1 ოქტომებერს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ 70 წლისთავი გრანდიოზულად აღნიშნა, საღამოს ტიანანმენის მოედანზე ჩატარდა გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელიც ფეირვერკებით დასრულდა.დღესასწაულის ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული, სწორედ აქ 70 წლის წინ კომუნისტური პარტიის მეთაურმა მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შესახებ, რა დროსაც სსრკ-ს მხარდაჭერით მოუგეს ნაციონალურ პარტიას სამოქალაქო ომი.დღეს კომუნისტური ჩინეთი საბჭოთა კავშირზე უფროსია-სსრკ-მ 69 წელი იარსება.



მაინც როგორ იქცა ჩინეთი ზესახელმწიფოდ, რომელიც ეკონომიკის მხრივ მსოფლიოში მე-2 ადგილზე და მხოლოდ აშშ ასწრებს?




ჩინეთის ეკონომიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა, 2016 წელს იგი მსოფლიოში მე -2 ადგილს იკავებდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თვალსაზრისით ( 2014 წელს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით გადაასწრო აშშს). XXI საუკუნის დასაწყისთვის ჩინეთი ინდუსტრიული წარმოების თვალსაზრისით #1 გახდა მსოფლიოში.



ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ნახშირის, რკინის, მანგანუმის, ტყვი-თუთიის, ანთიმონიუმის და ვოლფრამის მოპოვებით, აგრეთვე ლიდერია ხის მოპოვებაში. ჩინეთში მნიშვნელოვანი მასშტაბით მოიპოვება ნავთობი, გაზი და ურანი. ჩინეთი ფლობს იშვიათი ლითონების (მოლიბდენი, ვანადიუმი, ანთიმონიუმი) მსოფლიო რეზერვების 37%; 1980-იან წლებიდან მოყოლებული ამ მინერალების მოპოვებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად, დღეს ჩინეთი ფლობს მსოფლიო წარმოების 95% -ს.




სტრუქტურული ცვლილებების განვითარების მიზნით, ჩინეთი ავითარებს საკუთარი საგანმანათლებლო სისტემას, უშვებს სტუდენტებს საზღვარგარეთ, უტარებს ტრენინგებს (განსაკუთრებით აშშ-სა და იაპონიაში), რაც ხელს უწყობს იმ ტექნოლოგიების იმპორტს, რაც საშუალებას მისცემს ეკონომიკის ისეთ პროგრესული სექტორების განვითარებას, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, ახალი მასალები, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია, ბიოტექნოლოგია და ჯანდაცვა. ჰაიდიანის რაიონში, პეკინის ჩრდილოეთით, შეიქმნა ჩინური "სილიციუმის ველი"და უამრავ დიდ ქალაქში - თანამედროვე ეროვნულ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიური პარკები.


ჩინეთში, ინტერნეტის 500 მილიონზე მეტი მომხმარებელია, ქვეყანა ასევე ლიდერობს მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვით (1 მილიარდზე მეტი 2012 წლის მონაცემებით).


ჩინეთი გახდა მსოფლიო ლიდერი ავტომრეწველობაში, 2013 წლიდან ჩინეთი უფრო მეტ ავტომობილს უშვებს ვიდრე მეორე და მესამე ადგილზე მყოფი აშშ და იაპონია ერთად აღებული, 2014 წელს ჩინეთში დამზადდა 23, 7 მილიონი ავტომობილი, თუმცა ავტომობილების დიდი ნაწილი შიდა ბაზრისისთვის არის გათვალიწინებული, ექსპორტზე ძალზე მცირე რაოდენობა გადის, ჩინური ბრენდების გარდა(BYD, Lifan, Chang American, Geely, Chery, Hafei, Jianghuai, Great Wall, Roewe, FAW და ა.შ.) ქვეყანაში იწყობა ცნობილი კომპანიების ავტომობილები:Volkswagen, Mitsubishi, General Motors, Hyundai, Nissan, Honda, Toyota და სხვა


2017 წლისთვის ჩინეთის მშპ-მ 23, 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ექპორტის წილი(2, 3 ტრილიონი აშშ$) 1, 5 აღემატება იმპორტის წილს(1, 5 ტრ.აშშ$), აქედან ყველაზე დიდი რაოდენობის ექსპორტი აშშ- გადის(18%).ხოლო #1 იმპორტიორი სამხრეთ კორეაა(10, 9%)


მძლავრი ინდუსტრიული აღმავლობის მიუხედავად სიღატაკის დონე ქვეყანაში(1 დოლარი შემოსავალი დღეში)-საკმაოდ მაღალია-128 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 10%, უმუშევრობის დონე 4, 1 % -ია, განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია სოფლად.

ქვეყნის საგარეო ვალი 958 მილიარდი დოლარია.

1
298
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
298
  
2019, 28 ოქტომბერი, 21:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1