საზოგადოება იტალიური ლატარია "შენი კუბო დავდგი" 2012, 30 ივლისი, 12:44
როგორც ირკვევა, სან-მარკოს ერთ-ერთ ტელეარხზე გადასცემენ ლატარიის პირდაპირ ტრანსილაციას, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები... კუბოებს ათამაშებს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს კუბოები უბრალო იყოს, არავითარ შემთხვევაში! იტალიელ მაყურებელს ელიტარული კუბოს მოგება შეუძლია(თურმე ასეთიც ყოფილა), რომელსაც თან ფუმფულა ბალიში და ანტიკვარული ბრა მოჰყვება. რაც ყველაზე საინტერესო და გასაკვირია, ლატარიის ორგანიზატორი ადგილობრივი ტურისტული ასოციაცია "ბორგო მაგნაა".ასევე, აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს უფლება აქვს, მოგებული კუბო ან სახლში წაიღოს, ან ვინმეს აჩუქოს! რამდენად სასიხარულოა, როდესაც ტელეფონზე დაგიკავშირდებიან და გაცნობებენ, რომ თურმე თქვენ ელიტარული კუბოს მფლობელი გამხდარხართ, ვერ გეტყვით და სჯობს, ამაზე ისევ ლატარიის ორგანიზატორებმა იმტვრიონ თავი. 150 4-ს მოსწონს
|