რელიგია ენოქის წიგნი 2019, 17 სექტემბერი, 12:54 ენოქი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ღმერთმა ზეცაში ცოცხლად აიტაცა. ის იყო ნოეს დიდი ბაბუა. ებრაულ ტრადიციაში მიიჩნევა, რომ მან დაწერა წიგნი, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა "ენოქის წიგნის" სახელით. სინამდვილეში ეს წიგნი დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. 300 წლიდან ძვ.წ. 100 წლამდე პერიოდში. მისი ასლები აღმოჩენილია ე.წ. "მკვდარი ზღვის ხელნაწერებშიც". ენოქის წიგნი მოგვითხრობს თუ რატომ და როგორ გაჩნდნენ ამ სამყაროში დემონები, ეშმაკი და მისი დაცემული ანგელოზები. ეს წიგნი მოგვითხრობს ამ ყველაფრის ჭეშმარიტ მიზეზს, თუ საიდან იწყება მთელი ამბავი ღმერთის და სატანის დაპირისპირებისა. ეს წიგნი ასევე მოგვითხრობს თუ რეალურად რა გახდა წარღვნის მიზეზი და სინამდვილეში რატომ მიიღო ღმერთმა გადაწყვეტილება, რომ ამოეწყვიტა თითქმის ყველა ცოცხალი არსება პლანეტაზე. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე მე-4 საუკუნემდე ენოქის წიგნი ბიბლიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და პირველ ქრისტიანთა საყვარელი წიგნი გახლდათ, თუმცა მე-4 საუკუნეში ის აკრძალეს და ბიბლიიდან ამოიღეს. ენოქის წიგნი დავიწყებას მიეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2013 წელს საქართველოში დიდი ტირაჟით გამოიცა ბიბლია, სადაც შედის ძველი აღთქმის 39 წიგნი და ახალი აღთქმის 27 წიგნი, (სულ ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების რაოდენობა 66-ს შეადგენს), მაგრამ ამ წიგნში ასევე შედის არაკანონიკური წიგნები და მათი რაოდენობა 12-ს აღწევს. სულ ამ ბიბლიაში შესულია 78 უძველესი ებრაული წიგნი, მაგრამ ამ ნაკრებშიც კი არ მოხვდა ენოქის წიგნი, რომელიც ხალხისგან დაფარულ აპოკრიფად რჩება დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვა აუცილებელია თუკი გვინდა, რომ საფუძვლიანად გავიგოთ ბიბლიის ამბავი, რომელიც შემდგომში, ბიბლიის შემადგენელ სხვადასხვა წიგნში ვითარდება, სახარებების ჩათვლით. თუ გვინდა ჩავწვდეთ ბიბლიაში განვითარებულ სიუჟეტს სრულად, მაშინ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი... ენოქის წიგნიწიგნი Iმეთვალყურენითავი Iეს არის ენოქის სიტყვა დალოცვისა, რომლითაც ის ლოცავდა რჩეულებსა და მართალთ, რომლებიც იცხოვრებენ გლოვის დღეს, როდესაც ყოველი ბოროტი და უღირსი განიდევნება. და თქვა ენოქმა, მართალმა კაცმა, რომელსაც აუხილა თვალები ღმერთმა, რომ მას ზეცაში წმინდა ხილვა ჰქონდა: იგი მე ანგელოზებმა მაჩვენეს და მათგან შევიტყვე ყოველივე და მე შევიცან ის, რაც ვიხილე, მაგრამ არა ამ თაობისთვის, არამედ შორეული თაობისათვის, რომელიც მოვა. რჩეულთა შესახებ ვამბობდი მე და მათ შესახებ ვსაუბრობდი წმიდასა და დიდებულთან, სამყაროს ღმერთთან, რომელიც გამოვა საკუთარი საუფლოდან. და იმ დღეს მარადიული ღმერთი მობრძანდება სინას მთაზე და გამოჩნდება ის თავის სტუმრებითურთ და გარდამოევლინება ზეციდან დიდებული ძალით. და შეძრწუნდება ყოველი გული და შეკრთებიან მცველები, ძლიერი შიში და თრთოლვა შეიპყრობს მათ მიწის კიდემდე. ბუმბერაზი მთები რყევას დაიწყებენ და მაღალი გორაკები დაეშვებიან და ჩამოიღვენთებიან, როგორც თაფლის ფიჭა ძლიერი ცეცხლისგან. ჩაიძირება მიწა და ყველაფერი რაც მასზეა - დაიღუპება. აღესრულება სამართალი ყველაზე და ყველა მართალზე. მაგრამ გულმართალთ განუმზადებს ის მშვიდობას და დაიცავს რჩეულთ, და მისი წყალობა იქნება მათი მფარველი. ისინი ყველანი ღვთისანი იქნებიან და აყვავდებიან, დაილოცებიან და თვით ღვთის სინათლე განაბრწყინებთ. და აჰა, მოდის იგი ათი ათასი წმიდას თანხლებით, რათა აღასრულოს სამართალი მათზე და ანადგურებს უღირსთ. ყველას, ვისაც გააჩნია სხეული განსჯის იმისთვის, რაც ჩაიდინეს უღირსებმა და ცოდვილებმა მის წინააღმდეგ. თავი IIმე ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც ხდება ცაში. თუ როგორ ანათებს სინათლე, რომელიც არ იცვლის მიმართულებას, თუ როგორ ამოდიან და ჩადიან ისინი თანმიმდევრობით, თითოეული თავის დროს. და არ არღვევენ თავიანთ კანონს. შეხედეთ მიწას და შეიცანით ის, რაც მასზეა. შეიცანით იგი დასაწყისიდან ბოლომდე და დარწმუნდით, რომ ყოველი ქმნილება ღვთისა სწორად ააშკარავებს საკუთარ თავს. დააკვირდით ზაფხულს და ზამთარს, თუ როგორაა დედამიწა სავსე წყლით და ღრუბლები, ცვარი და წვიმა ეშვება მასზე. თავი IIIმე ვაკვირდებოდი და ვხედავდი, თუ როგორ ჩანდა ზამთარში ყველა ხე გამხმარი და ყოველი ფოთოლი ჩამოცვივდა მათგან, გარდა თოთხმეტი ხისა, რომლებიც არ შიშვლდებიან და რჩებიან ძველი ფოთლებით მანამ, სანამ ორ-სამ წელიწადში ახალი არ გაეზრდებათ. თავი IVდა კვლავაც ვაკვირდებოდი ზაფხულის დღეებს, თუ როგორ დგას მზე მის ზემოთ, თქვენ კი გრილ ადგილს ეძებთ თავშესაფარად და ჩრდილს მზის მცხუნვარებისგან და მიწაც კი იწვის მხურვალებისგან, თქვენ კი არ შეგიძლიათ ნაბიჯი გადადგათ არც მიწაზე და არც კლდეზე, ამ სიცხის გამო. თავი Vმე ვაკვირდებოდი თუ როგორ იფარება ხეები მწვანე ფოთლებით და გამოაქვთ ნაყოფი. თქვენ კი გასინჯავთ და შეიცნობთ, რომ ყოველივე ეს თქვენთვის შექმნა მან, რომელიც მარადიულად ცოცხლობს. შეხედეთ, როგორ სულდგმულობენ მისი ქმნილებები მისივე წინაშე ყოველ ახალ წელიწადს და ყოველი მისი ქმნილება ემსახურება მას და არ იცვლება - როგორებიც შექმნა, ისეთებად რჩებიან და ასე ხდება ყველაფერი. და შეხედეთ, როგორ ასრულებენ თავიანთ საქმეს ზღვები და მდინარეები. თქვენ კი ბოლომდე ვერ მოითმინეთ და ვერ აღასრულეთ ღმერთის კანონები. თქვენ გადააბიჯეთ მას და ამოთქვით ამაყი, მგმობელი სიტყვები თქვენი ბილწი ბაგეებიდან მისი უდიდებულესობის წინააღმდეგ. თქვენ - სასტიკი გულის მქონენო, ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს! და ამის გამო თქვენვე დაწყევლეთ თქვენი დღეები და წლები თქვენი ცხოვრებისა განადგურდება. მარადიული იქნება წყევლა და ვერ ჰპოვებთ წყალობას. იმ დღეს თქვენ მოწყდებით სამყაროს, რომ დაიწყევლოთ ყოველი მართლისთვის და ისინი მუდამ დაგწყევლიან, როგორც ცოდვილთ და თქვენთან ერთად სხვა ცოდვილებსაც. რჩეულთათვის დადგება სინათლე, სიხარული, მშვიდობა და ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას. თქვენ კი უღირსნო - წყევლას დაიმკვიდრებთ. როდესაც რჩეულებს სიბრძნე მიეცემათ, იცხოვრებენ ისინი და არ შესცოდავენ არც დაუდევრობით, არც ქედმაღლობით, ვინაიდან ისინი, ვისაც მიეცემათ სიბრძნე, იქნებიან თავმდაბალნი. და ისინი აღარ შესცოდავენ და აღარ იქნებიან განკითხულნი მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე. არ დაიხოცებიან ისინი რისხვითა და ტანჯვით, არამედ დაასრულებენ თავიანთი ცხოვრების დღეებს და მივლენ მოხუცებულობამდე სიმშვიდით, ხოლო მათი ბედნიერების წლები, მრავალი იქნება. მრავალჟამიერ ტკბობასა და სიმშვიდეში განლევენ საკუთარ ცხოვრებას. თავი VIდა მოხდა ის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანთა შვილები გამრავლდნენ, შეეძინათ მათ ლამაზი და მშვენიერი ქალიშვილები იმ დღეებში. და ანგელოზებმა, ზეცის ვაჟებმა, დაინახეს რა მათი სილამაზე, ისურვეს ისინი.უთხრეს ერთმანეთს: "მოდით, შევარჩიოთ ცოლები ადამიანთა შვილებს შორის და ვშვათ ჩვენთვის შთამომავლობა." სამიაზამ - მათმა უფროსმა უპასუხა მათ: "ვშიშობ, რომ საბოლოოდ აღარ ისურვებთ ამ საქმის აღსრულებას და შემდეგ მე მარტოს მომიწევს ამ დიდი ცოდვის გამოსყიდვა." ამაზე ყოველმა მათგანმა უპასუხა მას და თქვა: "ჩვენ ყველანი ვფიცავთ ფიცით და ერთმანეთს წყევლით ვკრავთ, რომ არ მივატოვებთ ამ განზრახვას და აღვასრულებთ." შემდეგ შეჰფიცა ყოველმა ერთად და შეიკრა წყევლით. ისინი ორასნი იყვნენ... და დაეშვნენ არდისზე, რომელიც არის ერმონის მთის მწვერვალი და მათ დაარქვეს მას ერმონის მთა, ვინაიდან მასზე შეჰფიცეს და შეკრეს ერთმანეთი წყევლით. ეს არის მათი უფროსების სახელები: სამიაზა - მათი მთავარი, ურაკიბარამიელ, აკიბაელ, თამიელ, რამუელ, დანელ, ეზეკეელ, სარაკუიაელ, აზაელ, ბართაელ, ონან, ცაკებე, სამსავიელ, სართაელ, თურელ, იომიელ, არაზიელ. ესენი არიან ორას ანგელოზთა უფროსნი და ყველანი დანარჩენნი მათთან იყვნენ. გაგრძელება იქნება... კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე2804 1-ს მოსწონს |
2 ტიმოთეს მიმართ 3:16;
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
თანაც ,, მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვა აუცილებელია თუკი გვინდა" ეს სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება,მე ბევრი რამე მინდა მაგრამ შეიძლება ის რაც მინდა სიცოცხლის ფასიც დამიჯდეს,ჩემს პატარა შვილსაც უნდა ჯილეტის საპარსი რო ვათხოვო და ვათხოვოო?
გირჩევთ ბიბლია წაიკითხოთ და სულის ხსნა მიიღოთ,გირჩევთ სულიერ სამყაროს ნუ ეთამაშები პოსტის ავტორო და სხვასაც ნუ მოუწოდებ ამისკენ სანამ საღ-სალამათი ხარ.
ენოქი იმდენად მართალი იყო რომ ცოცხლად წაიყვანა ღმერთმა და ასეთ სისულელეებს რაც აქ წერია არ დაწერდა,ის არ იყო ტიპი როგორც აქ ერთმა აღნიშნა,არც უცხოპლანეტელებზე უბაზრია,რომლებიც არ არსებობენ.მოკლედ რაა...თუ გინდათ რომ შეეხოთ სულიერ სამყაროს,არსებობს ამისთვის სრულიად უსაფრთხო და კანონიერი გზები,რას ეხეთქებით აქეთ-იქით