x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამგორი-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროს მშენებლობა სავარაუდოდ 2022 წელს უნდა დასრულდეს
image

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის შესახებ, რომელიც დაახლოებით, შვიდი სადგურს მოიცავს.



„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება, დაახლოებით, შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით, ვიცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. საუბარია სესხზე, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“, -განცხადა ფიანსთა მინისტრმა.



პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.



პროექტს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH მოამზადებს.


პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა – „სუბურბანული რკინიგზის განვითარება თბილისის აღმოსავლეთ საზღვრის აგლომერაციაში“. კომპანიამ უნდა შეიმუშაოს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ორივე ხაზისთვის, სამგორი-ლილოს ხაზისთვის კი, დეტალური პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია.კახა კალაძის ინფორმაციით საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.



გეგმის მიხედვით პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს. მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, 2020-2022 წლებში შევა.


1
116
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
2019, 15 სექტემბერი, 18:39
კარგი კომპანია ჩაურთავთ ამ საშვილიშვილო საქმეში.
0 1 1