x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სახალხო ასპარეზობები ძველ საქართველოში
სახალხო ასპარეზობები ძველ საქართველოში


უძველეს კოლხეთში ტარდებოდა ასპარეზობა სახელად ჯილდაობა - სვანურად ბაჩა ლიკედ. ეს ტრადიცია დღემდეც კი გრძელდება. მოჯილდავე, ანუ მოასპარეზე ვალდებულია ლოდი, რომლის წონაც 150-დან 200 კილოგრამამდე შეადგენს ჯერ აწიოს, ხოლო შემდეგ ბეჭს უკან გადაიგოროს, თუმცა ძველად მოჯილდავენი ქვას მხარზე იდებდნენ და სამ წრეს უვლიდნენ საასპარეზო მოედანს. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ შეჯიბრთაგანი, რომელიც შემორჩენილია სვანეთში. ამ ულამაზეს და იდუმალ მხარეში შემორჩენილია სხვა ძველისძველი ხალხური თამაშობები და ორთაბრძოლები, მათ შორის ჭიდაობა. ბურთით თამაში (ლიბურთალ) ბადროს მსგავსი ბრტყელი ქვის ტყორცნა (ლასურ მატნოშ ბაჩა ლიკვანა) და სხვ.


ბაჩა ლიკედ


ფიზიკური ვარჯიშობანი, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, იმთავითვე სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა. ფიზიკური აღზრდის სისტემა - საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას. გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოში საბრძოლო იარაღებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული სატევარი, საბრძოლო ცული, შუბისა და ისრის პირები, ლახტის თავი (დასავლეთ საქართველო), მახვილი, ბრტყელი ისრის პირი, გრძელი შუბი, ნახევარწრისებრი ცული (აღმოსავლეთ საქართველო). ამ იარაღების დაუფლება და საბრძოლო არსენალის შევსება ცხადია სისტემატურ წვრთნასა და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. სამხედრო საქმის განვითარების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა ვარჯიშთა სისტემები, ისახებოდა საბრძოლო ოსტატობის მიღწევის სხვადასხვა გზა. ძველბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა, გეოგრაფთა და მოგზაურთა გადმოცემით, ქართველური ტომები საუცხოო მეომრები იყვნენ. ამაზე მიუთითებს პროკოფი კესარიელის, ქსენოფონტეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის და სხვათა ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერები. მაგალითად ქსენოფონტე ხალიბების შესახებ წერს, რომ ეს იყო უმამაცესი ხალხი ყოველთა შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონიათ თავისი ლაშქრობის დროს. აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებზეც ბატონობდნენ. ზედმეტზე მეტად ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით და იქვე აღნიშნავს, რომ სხვათაშორის არც თუ ისე უსაფუძვლოდო. სქოლასტიკოსი განსაკუთრებით მოუხიბლავს ლაზთა "ხასიათის სილამაზეს და სიცქვიტეს" (გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, 1939).



ლელობურთი კოლხეთში. შემორჩენილია გურიაში


გვიანდელი ავტორები, მათ შორის ქართველი ისტორიკოსები აღნიშნავენ ადრე მონათმფლობელური საქართველოს წარჩინებულების მაღალ სამხედრო ხელოვნებას, მათ გაწვრთნილობას ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდ-ისრისა და შუბის ტყორცნაში, ლეონტი მროველის თანახმად, მირიან მეფე გახლდათ "მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი", ფარსმან ქველი - ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო". ვახტანგ გორგასალი - უმშვენიერესი სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურველი (შეჭურვილი) ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრას რქა და დაიჭიროს." (ქართლის ცხოვრება, 1957 წ.).


სახალხო ასპარეზობები ძველ საქართველოში


ნიშანდობლივია, რომ აპოლონიოს როდოსელი თავის არგონავტიკაში ასევე გმირთა მოსაგონებლად გამართულ კოლხურ ასპარეზობებზე წერს: "არესის ველზე ვრცელი ასპარეზობები იყო გაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა, კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ." (ა. როდოსელი, არგონავტიკა, თბილისი, 1948 წ.) ეს ცნობა მეტად ძვირფასი და საინტერესოა, ვინაიდან როდოსელი ძვ.წ. XII საუკუნის ამბებს აღწერს რაც ქართული ასპარეზობების ტრადიციების უდაო სიძველეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.





სტატიები საქართველოს და ქართველების შესახებ:


1. ქართული მითოლოგია - თერგვაული

2. ევროპული პროტოცივილიზაციები

3. ქართული მითოლოგია - დედაბერი

4. ქართული მითოლოგია - ოროველა

5. ქართული მითოლოგია - ოდი

6. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოშიგობუსტანის ეროვნული პარკი - პრეისტორიული კავკასია

7. ჩაკრულო კოსმოსში

8. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები

9. ფრანგი ეპისკოპოსი ქართველების შესახებ

10. იოსებ სტალინის გამონათქვამები

11. "რასპუტინები" მე-17 საუკუნის იმერეთის ეკლესიაში

12. კოლხური დამწერლობა

13. კოლხები

14. ჩერქეზების წარმომავლობა

15. ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე

16. აფხაზეთში მდებარე მსოფლიოს უღრმესი ვერიოვკინის მღვიმე

17. ხათები - პროტოქართული ტომი

18. კარდუხები - ქართველური ტომი

19. ქალდები (ჰალიძონები) - კოლხური ტომი

20. ბერანები - იბერო-კავკასიური ტომი

21. სვანები

22. იბერო-კავკასიური მოდგმა - G2a ჰაპლოჯგუფი

23. ჯიქები - ადიღეური ტომი

24. ბაიანილი - ურარტუ

25. არმენები

26. აფხაზები

27. მარქსისტი მკვლელები

28. იბერო-კავკასიელები

29. ინდო-ევროპელები - R1b და R1a ჰაპლოჯგუფების წარმომავლობა

30. ინდო-ევროპელები - I1 და I2 ჰაპლოჯგუფების წარმომავლობა

31. იბერო-კავკასიელები - J1 და J2 ჰაპლოჯგუფების წარმომავლობა

32. იბერო-კავკასიელები - G1 და G2 ჰაპლოჯგუფების წარმომავლობა

33. ჰაპლოჯგუფი N - ჩრდილოეთ ევრაზიელები

34. ჰაპლოჯგუფი O - მონღოლოიდური რასის დომინანტური მახასიათებელი

35. ჰაპლოჯგუფი E - ნეგროიდული რასის დომინანტური მახასიათებელი

36. ჰაპლოჯგუფი Q - ადგილობრივი ამერიკელების დომინანტური მახასიათებელი

37. აფხაზ-ადიღეელების წარმომავლობა

38. პროტოქართველთა დამწერლობის ნიმუშები

39. იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები

40. იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების ტერიტორია

41. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

42. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

43. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - "დიდი დედის" პანევროპული კულტი

44. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

45. კვირბები - კოლხური ტექსტები

46. მინოსური წარწერები - იბერო-კოლხური ტექსტები

47. კავკასიის ეთნიკური შემადგენლობა 1880 წელს

48. ხურიტები - იბერო-კავკასიური ხალხი

49. საპირები - იბერიული ტომი

50. მელანქლაინები - იბერო-კავკასიური ტომი

51. ტორეტები - ადიღეური ტომი

52. სინდები - ადიღეური ტომი

53. მითანის სამეფო

54. მეოტები - ადიღეური ტომი

55. კერკეტები - ადიღეური ტომი

56. ფსესები - ადიღეური ტომი

57. ივანე ჯავახიშვილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე

58. სიცოცხლე - მარადიული ომი

59. ჰომო საპიენსის წარმოშობის სამი თეორია

60. ნეანდერტალელები



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
167
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
167
  
2019, 19 აგვისტო, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1