x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
სინდები

სინდები


სინდები იყო იბერო-კავკასიური ტომი, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ ქართველური, კერძოდ კოლხური ტომების მომიჯნავედ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ტამანის ნახევარკუნძულზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც მომდევნო საუკუნეებში ადიღეველები ფორმირდნენ. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, სინდები სწორედ ადიღეური ტომი უნდა ყოფილიყო, ზოგიერთი მკვლევარი სინდებს აიგივებს ჯიქებთან, ზოგიერთი კი ჯიქებისგან განცალკევებულ, თუმცა მონათესავე ხალხად. სინდები მოხსენიებულნი არიან ძვ.წ. I ათასწლეულიდან ძველბერძნულ წერილობით წყაროებში ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე. მათ ძვ.წ. V საუკუნეში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომელიც მონათმფლობელური იყო, მაგრამ მათმა სუვერენიტეტმა და დამოუკიდებლობამ დიდხანს ვერ გასტანა და ძვ.წ. IV საუკუნეში შეუერთდნენ ბოსფორის სახელმწიფოს. ეს იყო კოლხეთთან კულტურულად ძალიან დაახლოებული სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და მოიცავდა ყირიმის ნახევარკუნძულსაც.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0