x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჰაპლოჯგუფი E - ნეგროიდული რასის დომინანტური მახასიათებელი
ჰაპლოჯგუფი E  - ნეგროიდული რასის დომინანტური მახასიათებელი


აფრიკის მოსახლეობის მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს ჰაპლოჯგუფ E-ს მტარებელს მამის ხაზით. დღევანდელი ტექნოლოგიების, გენეტიკური სეკვესტრირების, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის ერთობლივი კვლევების მიხედვით დადგინდა ამ და სხვა ჰაპლოჯგუფების მქონე ადამიანების თუ ტომების უძველესი წარმომავლობა ათასწლეულებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ოდესმე შეგვეძლო. ყველაფერ იწყება ეგრედ წოდებული "Y-ქრომოსომული ადამიდან", რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ დღეს არსებული ყველა კაცი ამ ერთი კაცის შთამომავალია, რომელიც 300 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოველი კაცი იქნება ეს კავკასოიდი, ნეგროიდი თუ მონღოლოიდი, ერთმანეთის ძმები არიან. არათუ ეს, არამედ ყოველი არსება დედამიწაზე არის ერთმანეთის ძმა და და, ვინაიდან ჩვენ გვყავს ერთი საერთო გენეტიკური წინაპარი, რომლიდანაც აღმოცენდა მთელი სიცოცხლის ხე და ეს წინაპარი დაახლოებით 4 ან 3.8 მილიარდი წლის წინ ცოცხლობდა დედამიწაზე და წარმოადგენდა სიცოცხლის უმარტივეს ფორმას.


ჰაპლოჯგუფი E  - ნეგროიდული რასის დომინანტური მახასიათებელი


"Y-ქრომოსომული ადამის" ჰაპლოჯგუფს მეცნიერებმა უწოდეს ჰაპლოჯგუფი A00. ამ მოდგმის ხალხი დაახლოებით ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე მოსახლეობდა. გავიდა რამდენიმე ათასწლეული და ამ ხალხმა დაახლოებით 80, 000 წლის წინ წარმოშვა ახალი მოდგმა - ჰაპლოჯგუფი BT. მათი განსახლების არეალი ზუსტად ცნობილი არაა, მაგრამ მკვლევარები ისევ ჩრდილოეთ აფრიკის გარკვეულ ნაწილს ვარაუდობენ.


ჩამოვწეროთ სიის სახით, თუ როგორ წარმოიშვა ამ ჰაპლოჯგუფისგან დანარჩენი ჰაპლოჯგუფები თანმიმდევრობით მანამ, სანამ არ წარმოიშვა დღევანდელი აფრიკელების, ნეგროიდული რასის დომინანტურად დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფი E, იგივე E-M96.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "Y-ქრომოსომული ადამის" (300 ათასი წლის წინ მცხოვრები კაცების საერთო წინაპრის) A00 ჰაპლოჯგუფის მტარებელმა ხალხმა წარმოშვა 80, 000 წლის წინ BT ჰაპლოჯგუფის მტარებელი მოდგმა.


BT-მ წარმოშვა CT ჰაპლოჯგუფი - დაახ. 78 ათასი წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სავარაუდოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკა.


CT-მ წარმოშვა E ჰაპლოჯგუფი - დაახ. 65, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო და არის დიდებული აფრიკა.




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0