x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"რასპუტინები" მე-17 საუკუნის იმერეთის ეკლესიაში
"რასპუტინები" მე-17 საუკუნის იმერეთის ეკლესიაში


საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი იყო ადამიანების ცხოვრების სტილი, ეს დამოკიდებული იყო რომელი ქართული სამეფო იყო, როგორი სპეციფიკის რეგიონი, როგორი მმართველები ჰყავდა, მოძლიერებული იყო თუ არა მასში ეკლესიის გავლენა და თავად ეკლესია რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორი იყო საგარეო ფაქტორები და გავლენები და ასე შემდეგ. მე-17 საუკუნის იმერეთის სამეფოში კი, ისევე როგორც დანარჩენ ქართულ სახელმწიფოებში ზნეობრიობის დონე დაცემული იყო სახელმწიფოს ძლიერებასთან ერთად. ეს ჩანს თუნდაც ჟან შარდენის შემდგომ ჩანაწერში:


რასპუტინი


"(იმერეთის) საბრალო მეფე (თვალებდათხრილი ბაგრატ IV) ახალგაზრდაა და საკმაოდ კარგი აღნაგობა აქვს. სახის ზედა ნაწილი მუდამ თავსაფრით აქვს შეხვეულიმ რომლითაც თვალების ფოსოებიდან გამონაჟონი სითხე შეიწოვება და ამ საშინელებას მნახველის თვალთაგან ფარავს. იგი დიდად გონებამახვილია, უყვარს ხუმრობა და ოხუნჯობა, პატრ ჟიუსტენს უთხრა, ჩემს ქვეყანაში უნდა დაქორწინდეო.


პატრმა უპასუხა, ამის უფლება არ მაქვს, რადგანაც ისეთივე აღთქმა მაქვს დადებული, როგორიც იმერეთის ეპისკოპოსებსა და ბერებს, რითაც ქორწინება იკრძალებაო.

- ჩვენს ეპისკოპოსებს და ბერებსო?! - სიცილით შეაწყვეტინა (მეფემ), თითოეულს ცხრა-ცხრა ცოლი ჰყავს, თუ არ ჩავთვლით მეზობლების ცოლებსაცო."


ჟან შარდენი (1643-1713). შარდენის მოგზაურობა. ილია უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2018. გვ. 283.




კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები

8. ქართული სახელმწიფოები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
479
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0