პარამეცნიერებები უცხოპლანეტელების 100 საუკუნის წინანდელი გამოსახულება ინდოეთში 2019, 10 ივლისი, 23:13 ინდოეთში, ბასტარში, კერძოდ ქარამაში (ჩხატისგარი) არქეოლოგებმა 2014 წელს აღმოაჩინეს კლდის მხატვრობა (Murals of Charama), რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 8000 წლით და რომელიც გამოსახავს ადამიანის მსგავს არსებებს სპეციალურ ფორმებში გამოწყობილს და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ახლა აღწერენ მნახველები, კონტაქტორები ან ის ადამიანები ვინც, ამტკიცებს, რომ მათგან გატაცების მსხვერპლი გახდა. ნახატები აღმოჩენილია არქეოლოგ ჯ.რ. ბჰაგატის მიერ რაიპურიდან 130 კილომეტრში სოფელ ჩანდელის და გიტოტილას გამოქვაბულებში, სადაც ადამიანები პრეისტორიული ხანიდან ცხოვრობენ. საერთოდ არქეოლოგებისთვის ახალი არაა ის, რომ პრეისტორიული მხატვრები ყოველთვის გამოსახავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ. ეს ძალიან სახასიათოა პრეისტორიული მხატვრობისათვის. იმ პერიოდში უიშვიათესია ისეთი ნახატების არსებობა, რომ მხატვრებს დაეხატოთ გამოგონილი არსებები ან საგნები. ისინი ერთი ერთში ცდილობდნენ გადაეტანათ კედელზე ის გამოსახულებები, რისი უშუალო შემსწრენიც იყვნენ, იქნებოდა ეს ცხოველები, ნადირობის პროცესი, მეტეორის ჩამოვარდნაც კი. ასევე გამოსახავდნენ გარკვეულ ნიშნებს, რაც აღნიშნავდა სხვადასხვა მნათობს. ჩხატისგარის გამოსახულებებზე აშკარად ჩანს ჰუმანოიდური არსებები, მხატვრის მშვენიერი ტექნიკა და ისიც, რომ, სურვილის შემთხვევაში, მას ნამდვილად ჰქონდა იმის ტექნიკა, რომ შეეძლო ჩვეულებრივი მაშინდელი ხალხი დაეხატა, ანუ მას არ ჰქონდა ფორმების შექმნის პრობლემა, უბრალოდ მას ზუსტად ისეთი უცნაური ჰუმანოიდების და "მფრინავი თეფშის" დახატვა უნდოდა, როგორიც დახატა. ჰუმანოიდები გამოსახულია დიდი თავით და მომცრო ტანით, ზოგიერთ მათგანს კი აცვია ზუსტად ისეთივე კოსტუმი, როგორც დღევანდელ ასტრონავტებს და თავსარქმელზე ანტენისმაგვარი მოწყობილობები. გამოსახულებებზე ამ არსებებს უჭირავთ ასევე გაუკვეველი იარაღის მსგავსი საშუალებები და სახე არცერთ მათგანს კარგად არ აქვს გამოსახული. უმეტესად გამოტოვებულია ცხვირი და პირი. ინდოეთის ხელისუფლება დაინტერესდა ამ თემით და ადგილობრივი სოფლების მცხოვრებთა გამოკითხვაც ჩაატარა, თუ რას ფიქრობდნენ ამის შესახებ და ხომ არ ჰქონდათ რამე თქმულება სოფელში ამ გამოსახულებებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ბევრმა ადგილობრივმა არათუ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, არამედ მიაჩნდათ ნახატები წმინდად და ეთაყვანებოდნენ მას, როგორც ღვთიურ გამოვლინებას (ან როგორც მართლმადიდებლები ფრესკებს). დიდი ხნის განმავლობაში წინაპრებიდან მოდიოდა გადმოცემები ამ ყველაფერზე და ახლომდებარე სოფლებში ყველამ იცოდა ძველი თქმულება, რომელიც გვიამბობს, რომ ე.წ. "როხელას ხალხი" უძველეს დროში ციდან დაეშვა ამ სოფლების ტერიტორიაზე მომგვალო ფორმის საფრენი საშუალებებით და წაიყვანეს სოფლის რამდენიმე მცხოვრები ადამიანი, რომელიც შემდგომში აღარასოდეს დაუბრუნებიათ უკან. მსგავსი სტატიები:1. აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელებზე 2. ნიკოლა ტესლა - დიდი მაგი და მეცნიერი 3. ურალის მთების ნანოსტრუქტურები 4. აბიდოსის ტაძრის საიდუმლო 5. მე-16 საუკუნის ნახატი მფრინავი თეფშების გამოსახულებით 6. უბეიდის რეპტილოიდები 7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე 8. ჰეროდოტეს უცნაური ჩანაწერები 9. ჩვენ გვერდზე სხვა სახეობის ხალხიც ცხოვრობს? 10. მესამე დონის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან საქართველოში 11. გულწასული კაცი გონს აბსოლუტურად სხვა პიროვნებად მოეგო 12. ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები 13. სამყაროს მონაცემთა ბაზა? 14. ავთანდილ ლომსაძე - დიდი ტელეპატი 15. გაწერილია უკვე ადამიანის ბედი? 16. შატურის საიდუმლო 17. ასტრალური მოგზაურობა 18. დავით დევდარიანი - უცხოპლანეტელებთან კონტაქტორი 19. გარი მაკკინონი - ჰაკერი, რომელმაც "ნასა" ამხილა უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის დამალვაში 20. ამოუხსნელი ნიშნები პურის ყანებში 21. უცნაური ჰალუცინაციები 22. უცნაური ხმოვანი ჰალუცინაცია 23. უცნაური ისტორიული ცნობები კინოკეფალებზე კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე444 1-ს მოსწონს
|