x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ავთანდილ ლომსაძე - კაცი, რომელმაც ტელეპატიის ფენომენის არსებობა დაამტკიცა
ავთანდილ ლომსაძე


ჯერ კიდევ 1964 წელს ამერიკის სამეცნიერო საზოგადოება ალაპარაკდა ავთანდილ ლომსაძის ტელეპატიურ შესაძლებლობებზე. ამ პერიოდში ნასას ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომლის 4 მონაწილიდან ერთი ქართველი გახლდათ. ექსპერიმენტის მიზანს წარმოადგენდა ტელეპატიის, როგორც ჩვენი ფსიქიკის უნიკალური უნარის ფენომენის რეალურობის დამტკიცება ან უარყოფა. ამერიკის მზის რადიაციისა და ფიზიკის ცენტრის ასტრონომი ჩარლზ გრილი წერდა:


"მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება გამეგო სახელი ადამიანი-საოცრებისა, რომელმაც ამერიკაში ტელეპატიაზე ჩატარებული სამეცნიერო ექსპერიმენტისას გასაოცარი შედეგი აჩვენა და ამით დაამტკიცა, რომ ისეთი მოვლენის არსებობა, როგორიც ტელეპატიაა რეალურია. ესაა კიდევ ერთი უტყუარი შესაძლებლობა ადამიანის თავის ტვინისა. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი რამ შესაძლებელი გახდებოდა. ავთანდილ ლომსაძე - ესაა საოცრება სამყაროს საოცრებათა შორის!"


ეს სიტყვები ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი მეცნიერის მიერ დაიწერა იმიტომ, რომ ნასას საერთაშორისო ექსპერიმენტში მონაწილე მთელ მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო ტელეპატებიდან 4 გამორჩეული ტელეპატიდან სწორედ ქართველმა ფენომენმა აჩვენა გასაოცარი შედეგები. ბატონმა ავთანდილ ლომსაძემ 84% სიზუსტით გამოიცნო კოსმოსში მყოფი ასტრონავტის - ედგარ მიტჩელის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სისწორე ტელეპატიური გზით.



ჟურნალ "თბილისელებთან" მიცემულ ინტერვიუში 2012 წელს 2012 წლის 30 აპრილს ავთანდილ ლომსაძემ განაცხადა: "1964 წელს ამერიკელებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი, მაგრამ მე უშიშროებამ არ გამიშვა. მოკლედ, გაუშვეს ხომალდი კოსმოსში და იქ ჰქონდათ სპეციალური აპარატი, რომელშიც მოთავსებული იყო 200 ნახატი. რომ დახედავდნენ ამ ნახატებს რაღაცას წერდნენ და ჩვენ შორ მანძილზე - დედამიწაზე, უნდა მიგვეღო ინფორმაცია მათი ტვინიდან თუ რაზე ფიქრობდნენ ისინი იმ დროს ანუ რა ეხატა სურათზე, რომელსაც იმ დროს უყურებდნენ. მე ყველაზე მეტჯერ დავამთხვიე და სამჯერ ზედიზედ. შეგვარჩიეს 4 ტელეპატი. მე საუკეთესო მაჩვენებელი მქონდა - 84% და საუკეთესოდ მაღიარეს. ერთი ამბავი ატყდა ამერიკულ პრესაში და გამიხარდა, მეგონა ამერიკაში წასვლის ნებას მომცემდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ჩემს გაშვებაზე უარი განაცხადა. მე კი ავიღე პირველი ადგილი, მაგრამ სუკმა იმ კაცს, ვინც მე ცდისთვის შემარჩია სასტიკი საყვედური გამოუცხადეს და კინაღამ პარტიიდან გარიცხეს."


ამერიკელი ასტრონავტი - ედგარ მიტჩელი შემდგომ პერიოდში ცდილობდა ავთანდილ ლომსაძესთან პირადად შეხვედრას და ამის გამო საბჭოთა კავშირშიც ჩამოვიდა, მაგრამ "კაგებეს" სისტემამ მაღალ დონეზე ჩაშალეს მისი მცდელობა და არ მისცეს შეხვედრის ნება და საშუალება.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
656
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
656
  
2023, 27 ივლისი, 1:51
ანზორ ბაჩანაძე წერს:
კი, მახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს დავესწარი მეგობრებთან ერთად სეანსს ოფიცერთა სახლში და მონაწილედაც გამომარჩია. კერძოდ, სცენაზე იდგა პატარა დაფა, რომელზეც უნდა დამეწერა ჩემი დაბადების წელი. დაფა სცენის სიღრმეში იდგა ისე რომ ნაწერს მაყურებელი და ბატონი ავთანდილი ვერ ხედავდა (შეტრიალებული იყო). თვითონ ლომსაძე სცენის წინა ნაწილში იდგა. ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინ როგორც შევაფასე, ის ვერაფრით ვერ გაიგებდა მე რა დავწერე. მოკლედ, მე არ დავწერე დაბადების წელი, არამედ დავწერე 1550. ამის შემდეგ მაჯაზე მომკიდა ხელი და ჩემთან ერთად დაიწყო სცენაზე სიარული. ალბათ ათი წამი თუ გავიდოდა, ამბობს, (რუსულად) ამხანაგმა დაწრა თავისი დაბადების წელი. მე მგონი ის შესანიშნავადაა შემონახული: მისი დაბადების წელია 1550. ???? ასე იყო ეს ამბავი.
2018, 15 მაისი, 9:20
საოცარი ნიჭია ნამდვილად...აქ კი, მაგრამ კოსმოსიდან>? საოცარიააა
0 1 2