x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

ბულგარელი უსინათლო ნათელმხილველის მიერ ნათქვამი, მრავალი პროგნოზი ჩაიწერა და არაერთი წიგნი გამოიცა და ამ გზით, მისი წინასწარმეტყველების შესახებ, უამრავმა ადამიანმა შეიტყო. ბევრი რამ, რაც ვანგამ (1911 – 1996 წწ.) იწინასწარმეტყველა, უკვე ახდა და ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ მას, უჩვეულო უნარები, ნამდვილად ჰქონდა...


image


მის პროგნოზებს შორის, არის ერთი, მეტად უცნაური წინასწარმეტყველება და ეს, არამიწიერ ცივილიზაციების წარმომადგენლებთან, ჩვენს კონტაქტებს ეხება.

ზოგადად, უცხოპლანეტელების თემა ძალიან სერიოზულია. მეცნიერების ერთ ნაწილს სჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ბევრი მათგანი, კოსმოსში მათი ძიებით არის დაკავებული. მსოფლიო საზოგადოებას სურს იცოდეს, არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები მზის სისტემაში, ან სადმე, სხვაგან?..

ამ კითხვაზე პასუხის ნახვა ვანგას წინასწარმეტყველებაში შეიძლება. მისი თქმით, დედამიწაზე, ჩვენს გამოჩენამდე, არაერთი ცივილიზაცია არსებობდა. ხოლო, კოსმოსში, არსებობს ცნობები, რომელთან შედარებით, ჩვენი ცივილიზაცია – "საბავშვო ბაღია".

დღეს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჩვენი ცივილიზაციის გაჩენამდე, დედამიწაზე კიდევ ხუთი ცივილიზაცია არსებობდა და ყველა მათგანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაქრა. ითვლება, რომ ჩვენი წინამორბედი, ატლანტების ცივილიზაცია იყო, რომელიც 12000 წლის წინ დაიღუპა.

რაც შეეხება ვანგას წინასწარმეტყველებას, როგორც ნათელმხილველმა თქვა, კოსმოსში არის ცნობიერება, რომელიც ადგილობრივს მრავალჯერ აღემატება. მაგრამ, შორს არ არის ის დრო, როდესაც დედამიწელები, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ნათელმხილველი თვლიდა, რომ მათი "მფრინავი თეფშები", პლანეტის სიახლოვეს გამუდმებით ტრიალებდნენ და კაცობრიობასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. მისი თქმით, დედამიწის თავზე, უამრავი მსგავსი მოწყობილობა დაფრინავს და ადამიანებს მათი ერთდროულად დანახვა არ შეუძლიათ.

სიცოცხლის ბოლო წლებში კი, ვანგა ამბობდა, რომ სხვა სამყაროს წარმომადგენლებთან ჩვენი კონტაქტი, მხოლოდ 200 წლის შემდეგ შედგება.


image

სხვა სიახლეები:


* ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

* ახალი "ტრენდი" – შეღებილი შინაური ცხოველები (15 ფოტო)

* XXI საუკუნის დაავადება და საინტერესო ფაქტები ორშაბათის შესახებ

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
897
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0