x
image
Lerato
ინგლისური სახალისო ისტორიები

როცა დროზე ადრე ბრუნდები სახლში

image

ერთი ყმაწვილი სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. როგორც კი სახლში შევიდა, უცნაური ხმები გაიგონა, რომელიც მისი საძინებლიდან მოდიოდა. სასწრაფოდ ავიდა ზედა სართულზე და რას ხედავს – მისი შიშველი, გაოფლილი ცოლი საწოლზე წევს და ძლივს სუნთქავს.

–"რა ხდება?.. რა გჭირს?" ჰკითხა ქმარმა.

–"გულის შეტევა მაქვს, " –წამოიყვირა ქალმა.

კაცი საჩქაროდ ჩავიდა ქვემოთ და ხელი სტაცა ტელეფონს, მაგრამ სანამ ნომერს კრიფავდა, მისმა ოთხი წლის ვაჟმა მიირბინა და უთხრა:

–" მამიკო! მამიკო! ტიტველი ბიძია ტედი შენს კარადაში იმალება!"

მან დააგდო ძირს ტელეფონი, ავარდა ისევ ზედა სართულზესაძინებელში, ჩაუარა ცოლს, რომელმაც კივილს უფრო მეტად მოუმატა, გამოაღო კარადის კარი და მართლაც, მისი ძმა – სრულიად შიშველი, მოკუნტული ზის.

–"ოჰ, შე დამპა ლო, უჯიშო ნაძირალა!" გაცოფებულმა კაცმა უყვირა, "ჩემს ცოლს გულის შეტევა აქვს, შენ კიდევ ტიტველი აქეთ-იქეთ დარბიხარ და ბავშვებს აშინებ!"


შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვატსონი


image

შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვატსონი კარვებით სამოგზაუროდ წავიდნენ. ღამით, მას შემდეგ რაც კარგად მიირთვეს და ერთი ბოთლი ღვინოც დააყოლეს, დასაძინებლად დაწვნენ. რამდენიმე საათის მოგვიანებით ჰოლმს გაეღვიძა, თავის ერთგულ მეგობარს მუჯლუგუნი ჰკრა და ჰკითხა:

–" ვატსონ, ცას შეხედეთ და მითხარით რას ხედავთ". ვატსონმა უპასუხა:

–"მე ვხედავ მილიონობით ვარსკვლავს".

–"და ეს ყველაფერი თქვენ რას გეუბნებათ?" – დაინტერესდა ჰოლმსი.

ვატსონი დაფიქრდა ერთი წუთით და შემდეგ ასეთი რამ უთხრა:

–" ასტრონომიული ხედვით, ეს მე მეუბნება, რომ არსებობს მილიონობით გალაქტიკა და შესაძლოა, მილიარდობით პლანეტა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მე ვხედავ რომ სატურნი ახლა იმყოფება ლომის ზოდიაქოში. თუ დროზე ვილაპარაკებთ, დედუქციის მეთოდით მე შემიძლია დავასკვნა, რომ ახლა დაახლოებით ოთხის თხუტმეტი წუთია. თეოლოგიურად – მე ვხედავ რომ ღმერთი დიდი და ძლევამოსილია, ჩვენ კი პატარები და უმნიშვნელოები ვართ. მეტეოროლოგიურად კი შემიძლია ვივარაუდო, რომ ხვალ მშვენიერი ამინდი გველოდება. და თქვენ რაღას გეუბნებათ?"

ჰოლმსმა ერთი წუთის შემდეგ ასეთი რამ უთხრა:

–"ეს მე მეუბნება, ვატსონ, ჩემო მეგობარო, რომ ვიღაცას ჩვენი კარავი მოუპარავს".


როგორ უნდა თევზაობა ყინულზეimage

მისის ბეიკერს ძალიან უნდოდა ყინულზე თევზაობა. მან რამდენიმე სახელმძღვანელო წაიკითხა ამის შესახებ; და ბოლოს, მას შემდეგ რაც შეიძინა ყველა საჭირო აღჭურვილობა, გაუდგა გზას ყინულისკენ. როცა ადგილზე მივიდა, მან ძირს დადგა თავისი კომფორტული სკამი და დაიწყო ყინულის წრიული ამოჭრა.მოულოდნელად, ზემოდან ხმამ დაიგუგუნა:

–"მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის."

შიშისგან შემკრთალი მისის ბეიკერი ადგა და ყინულის სხვა, უფრო შორეულ მხარეს გადავიდა. ჩამოისხა ცხელი ყავა, მიირთვა, ცოტა დამშვიდდა და ისევ დაიწყო მეორე ხვრელის ამოჭრა. ზეციდან ხმამ კვლავ დაიქუხა:

–"მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის!" მისის ბეიკერი ისე შეწუხდა და შეშფოთდა, რომ ყინულის ყველაზე შორეულ ნაწილში გადავიდა, დადგა სკამი და ისევ შეუდგა ხვრელის ამოჭრას. იგივე ხმა კვლავ ზარივით გაისმა ირგვლივ: –"მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის!" უკვე სერიოზულად შეშინებული მისის ბეიკერი შეჩერდა, ზემოთ აიხედა და განწირული ხმით დაიძახა:

–"ეს შენ ხარ, ღმერთო?"

ხმამ უპასუხა:– "არა, ეს მე ვარ – საციგურაო მოედნის მენეჯერი!"


ასევე დაგაინტერესებთ:


როცა საქმე მაიმუნებს ეხება – სახალისო ისტორიები


თქვენ თუ იცით რა სურთ ქალებს? – სახალისო ისტორიები


სახალისო ისტორიები ქერებზე


უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია


ინტრიგანი თუთიყუში და ილუზიონისტი – სახალისო ისტორია


სახალისო ტესტი მძღოლებისთვის, რომლის ამოხსნა ბევრმა ვერ შეძლო


ევოლუცია თუ?... – სახალისო ისტორია


გართობის მოყვარულები – სახალისო ისტორია







0
514
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0