x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125461
  • ვიდეო:355945
  • სურათი:498370
ევოლუცია თუ?... – სახალისო ისტორია

image


ერთმა პატარა ცნობიმოყვარე ბავშვმა, რომელიც დაახლოებით ექვსი წლის თუ იქნებოდა, მიირბინა დედასთან და ჰკითხა: "როგორ გაჩნდნენ დედამიწაზე ადამიანები?" დედა შეეცადა მისთვის გასაგებ ენაზე აეხსნა და ასეთი რამ მოუყვა: "ჯერ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, შემდეგ მათ ეყოლათ ბავშვები; ეს ბავშვები ზრდასრულები რომ გახდნენ, მერე მათ ეყოლათ შვილები და ასე შემდეგ." ბავშვი რაღაც ბოლომდე კმაყოფილი არ ჩანდა პასუხით, ამიტომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, როგორც ამ ასაკში პატარებს სჩვევიათ ხოლმე, ახლა მამას მიადგა და იგივე კითხვა დაუსვა. მამამ უთხრა: "დიდი ხნის წინ მაიმუნები ვიყავით, შემდეგ ბალანი გაგვცვივდა, განვვიათრდით და ისეთებად ვიქეცით, როგორებიც დღეს ვართ." ბავშვი ცოტა არ იყოს დაიბნა, ანერვიულდა და დედას გაბრაზებული ტონით ჰკოთხა: "რატომ მომატყუე? აკი ადამი და ევაო?.." "არა, შვილო, " უპასუხა დედამ. "მამიკო მხოლოდ თავის საკუთარ წინაპრებზე და ნათესავებზე გიყვებოდა."

7
816
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
816
  
2016, 11 ივლისი, 22:32
ვეთანხმები იმაში, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა.
2016, 11 ივლისი, 20:58
რაში ეთანხმებით? რომ იმ კაცს წინაპრები და ნათესავები მაიმუნები ჰყავდა?
არცერთი ნორმალური დედა ნათესავებზე შვილს ასეთ წარმოდგენას არ შეუქმნის, თუ ტუტუცი და ვიგინდარა არაა...
2016, 11 ივლისი, 20:06
ქალს ვეთანხმები სრულიად
2016, 29 იანვარი, 12:51
აბა რა ქალი იქნებოდა ქმრისთვის არ "წაეკბინა"?! :)
2015, 13 აგვისტო, 17:11
დიდი მადლობა ლეელ :)
2015, 13 აგვისტო, 16:06
:D kargi iyo
0 1 7