პროზა გართობის მოყვარულები – სახალისო ისტორია 2015, 25 ივლისი, 19:11 ბიჭი, საკმაოდ მოზრდილ მაიმუნთან ერთად, ქუჩაში დასეირნობდა. პოლიციელი მივიდა მასთან და უთხრა: "ახალგაზრდა, აჯობებს თუ ამ მაიმუნს ზოოპარკში წაიყვან." მეორე დღეს პოლიციელმა კვლავ დაინახა გზაზე მიმავალი ბიჭი და მაიმუნი. მიუახლოვდა მათ და მკაცრი ტონით უსაყვედურა: "მე მგონი გითხარი, რომ მაიმუნი ზოოპარკში წაგეყვანა!" "ასეც მოვიქეცი!" – უპასუხა ყმაწვილმა. "მყავდა ზოოპარკში, დღეს კინოში მიმყავს, ხვალ კიდევ გოგოებთან ერთად სანაპიროზე გასეირნებას ვაპირებთ." 805 4-ს მოსწონს
|