x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"უცხო სტუმრების" გამოჩენა საქართველოში - მესამე დონის კონტაქტი
უცხოპლანეტელების გამოჩენა წაღვერში


2013 წელს ჟურნალისტი, პროფესორი და პარანორმალურ მოვლენათა მკვლევარი გიგლა გობეჩია დაინტერესდა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში მომხდარი გახმაურებული ამბით, მის თვითმხილველებს დაუკავშირდა და მათგან ინტერვიუ აიღო. დედა-შვილი თავად შეესწრნენ ძალიან უცნაურ მოვლენას, რასაც ამგვარად ჰყვებიან. ქალბატონი თამარ ითონიშვილი მაშინ 90 წლის გახლდათ და მისი შვილი - პოეტი ლია ბედოშვილი მართლაც უფოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ განსაკუთებულ ისტორიას ჰყვებიან:


ლია ბედოშვილი: 1961 წელს დედაჩემი სამუშაოდ წაღვერში, სანატორიუმ "მერცხალში" მიავლინეს. დედამ მეც გამიყოლა და ის ერთი წელი იქვე ვისწავლე. ჩვენ ოთახი ექიმების კორპუსში გამოგვიყვეს. ცოტა მოშორებით იყო სანატორიუმი, სადაც დედა პედიატრად მუშაობდა.

მე მაშინ 7 წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ძალიან ცხადად და დაწვრილებით მახსოვს. ნოემბრის თვე იდგა. მე და დედამ დროულად დავიძინეთ. დედა გვერდით საწოლში იწვა. შუაღამისას რაღაც ძალის ზემოქმედებით მექანიკურად წამოვჯექი ლოგინში. დავინახე რაღაც დისკო, რომლის ზედაპირიც მკვეთრად იყო განათებული. ეს დისკო ნელ-ნელა ჩემს ფანჯარას მოუახლოვდა, გადიდდა, გადიდდა და აშკარად ვხედავ რომ ჩემკენ გაურკვეველი წარმომავლობის ვეებერთელა სინათლე მოემართება. რაღაც წამებში დისკო ჩვენს ფანჯარას მოადგა და ოთახი სრულად გაივსო დიდი სინათლით თან აშკარად მესმოდა რაღაც არაჩვეულებრივი მუსიკა, რაღაც გრგვინვა, რაღაც საოცარი ჰარმონიული გალობა. თითქოს მეც მუსიკით გავივსე, შემდეგ უწონადობა ვიგრძენი. იმდენად დაუჯერებელი რამ ხდებოდა ჩემს თავს, რომ თითები ერთმანეთზე გადავაჭდე, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. ვცადე დედა გამეღვიძებინა, მხარზეც გავკარი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად დედას გათიშულს ეძინა.



ლია ბედოშვილი


თამარ ითონიშვილი: - არადა მე ძალიან ფხიზელი ძილი ვიცი. დღემდე ვერ ვხვდები იმ ღამეს რა მომივიდა, რამ მიმაგდო ასე ძილქუშად.


ლია ბედოშვილი: მოკლედ, ეს საოცარი ფერები, ასეთივე მუსიკა, რაღაც კოსმიური ჰანგები მახსოვს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საოცრება. მეორე დილით ვიღვიძებ და ვგრძნობ, რომ საწოლიდან ვერ გადმოვდივარ, ფეხი მაქვს გაშეშებული. მარჯვენა ფეხის მოსაკეც ადგილას პატარა ბურთივით ამობურცული მემჩნეოდა. ამას სიცხიანობაც დაემატა, ტემპერატურა 40 გრადუსამდე ამივიდა.


თამარ ითონიშვილი: - მე შემეშინდა, რამე არ გამეპაროს-მეთქი და ბავშვს ჩემი კოლეგები თავზე დავახვიე. თრომბზე ვფრთხილობდი განსაკუთრებით, მაგრამ არანაირი ორგანული პრობლემები არ გამოვლინდა.


ლია ბედოშვილი: დედას თრომბის ეშინოდა. ის მრგვალი ამობურცულობა ძალიან დიდხანს გამყვა. მთელი ბავშვობა და სტუდენტობის პერიოდი. ერთი ბეწო მრგვალი შემაგრებული მემჩნეოდა, მაგრამ არანაირად არ მაწუხებდა. მერე თავისით გაქრა.


თამარ ითონიშვილი: ბავშვმა ეს ყველაფერი მეორე დღესვე მიამბო. სიმარტლე რომ ვთქვა ჯერ არ დავიჯერე მისი ნაამბობი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. გარდა ამისა, ამ ამბიდან ცოტა ხანში ლია თვალსა და ხელს შუა საგრძნობლად შეიცვალა. მანამდე ძალიან მოძრავი ვინმე იყო. ამის შემდეგ კი სიჩუმეში ჩავარდა. თავს თავში ჩარრმავდა, ლექსების წერაც დაიწყო. იმ ამბიდან ორიოდე დღეში კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა ჩვენს სანატორიუმში.

ლიას ამბიდან ზუსტად ორ დღეში ასეტი რამ მოხდა. ღამის სამ საათზე მთელი სანატორიუმი უცებ განათდა და "მერცხლის" ორსართულიან კორპუსს ცეცხლი მოედო. სანატორიუმი ხის ნაგებობა იყო, ხოლო იატაკზე "მასტიკა" იყო წასმული. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს თუ რა სისწრაფით გავრცელდებოდა ცეცხლი. რა თქმა უნდა, ყველა ექიმი შეშლილებივით გავვარდით, ზემოთ მედმუშაკები დაბნეულები ჩანდნენ, გავეცით ბრძანება, რომ ბავშვები მეორე სართულიდან გადმოეგდოთ. სხვა გზა უბრალოდ აღარ იყო. ცეცხლში დაწვას ნამდვილად სჯობდა ხელის ან ფეხის მოტეხვა. მედპერსონალმა მართლც შეუძლებელი შეძლო, ბავშვები სასწრაფოდ დააღვიძეს და მექანიკურად დაიწყეს მათი გადმოგდება. სულ 130 ბავშვი გვყავდა. ყველა უვნებლად დაეცა. არავითარი მოტეხილობა, არავითარი დაჟეჟილობა, დალურჯება ან სხვა რაიმე ტრავმა არ აღენიშნებოდათ. ახლა გეტყვით ყველაზე უცნაურს, რაც ამ ისტორიაში იყო. საქმე ისაა, რომ ჩვენ, დაბლა მყოფი ექიმები და სხვებიც ვუყურებდით როგორ "მოფრინავდნენ" მაღალი მეორე სართულიდან ბავშვები და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ძირს რაღაცნაირად ძალიან მსუბუქად ეშვებოდნენ ისე რომ არც კი წაქცეულან.


ლია ბედოშვილი: იცი გიგლა, ამ კადრებს მეც ვუყურებდი. ეს იყო სასწაული. რა თქმა უნდა იმ წუთში ამას ვერავინ აცნობიერებდა, მაგრამ მერე ხომ ჩაუკვირდნენ ყველაფერს... მეც ხელში აყვანილი გამომიყვანეს ექიმთა კორპუსიდან, რომელიც "მერცხლის" მთავარი კორპუსიდან შორიახლოს იდგა. მერე მეც და ყველა სხვა ბავშვიც სასწრაფოდ გაგვხიზნეს წაღვერის ცენტრში.


თამარ ითონიშვილი: კიდე ერთი საოცარი დამთხვევა იყო ის რომ სანატორიუმთან ძალიან ახლოს იყო ბენზიგანსამართი სადგური. სანატორიუმის ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან აუცილებლად გადაედებოდა ცეცხლი მასაც ამიტომ როგორც კი ბავშვები გავხიზნეთ, მედპერსონალის სასწრაფოდ გადასარჩენად მოვბრუნდით, მაგრამ მოხდა მეორე "სასწაული". ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა სრულიად მოულოდნელად, რომ ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურამდე მისვლამდე სრულად ჩააქრო და გადარჩა იქაურობა, თორემ რომ არა ის წვიმა, ყველაფერი სრული განადგურებით დასრულდებოდა. ეს ამბავი ისე გახმაურდა და ისეთი დაუჯერებელი იყო, რომ თბილისიდან ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოდ ჩამოვიდა ადგილზე ამბის გასარკვევად. ისიც საინტერესოა თუ რას წერდნენ ბორჯომის მაშინდელ რაიონულ გაზეთში: წერდნენ, რომ იმ პერიოდში წაღვერი-ცემის მიდამოებში ხალხი ნახულობდა უცხო ხომალდებს და მათ არაბუნებრივ ნაკვალევს. ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშფოთებული იყო, რომ აშკარად არ გაურბოდა ამაზე საუბარს, თუმცა ამ მოვლენებს ახსნას ვერავინ უძებნიდა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
751
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0