x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უჩვეულო არტეფაქტები - ურალის მთებში აღმოჩენილი 300 ათასი წლის ნანოსტრუქტურები
უჩვეულო არტეფაქტები - ურალის მთებში აღმოჩენილი 300 ათასი წლის ნანოსტრუქტურები

დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი არტეფაქტი დაგროვდა, რომელიც საგონებელში აგდებს მკვლევარებს, ვინაიდან ის არ ჯდება იმ თანმიმდევრობაში, რაც ვიცით ადამიანის ცივილიზაციის განვითარების ეტაპების შესახებ, არადა ფიზიკური, ქიმიური და/ან გეოლოგიური კვლევები და ანალიზი მიუთითებს, რომ ეს არტეფაქტები არ არის ყალბი და ნამდვილად უძველესი და ხელოვნურად შექმნილია.


1991 წელს ძალიან მომცრო ზომის სპირალისებრი სტრუქტურის არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი რუსეთის ტერიტორიაზე, მდინარეების: კოჟიმის, ნარადას და ბალბანიუს სანაპიროებზე, ურალის მთებში. ამ არტეფაქტებმა მაშინვე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ადამიანებს შორის და დებატები ამ თემაზე დღემდე გრძელდება, ვინაიდან აღნიშნული არტეფაქტები ძალიან საკამათო ფაქტზე მიანიშნებს, რომ 300 ათასი წლის წინ ადამიანურ ცივილიზაციას შეეძლო დაემზადებინა ამგვარი ნანოსტრუქტურები, რომელიც შესაბამისად იყო ნაწილი რაიმე უფრო დიდი მოწყობილობის, მანქანის ან სხვ...


უჩვეულო არტეფაქტები - ურალის მთებში აღმოჩენილი 300 ათასი წლის ნანოსტრუქტურები



ეს აღმოჩენა გაკეთდა ურალის მთებში ოქროსმოპოვებითი სამუშაოების მიმდინარეობისას. ნაპოვნი ნივთები შეიცავს სპირალებს, ზამბარისებრ წარმონაქმნებს, ბუნებს და ასევე სხვა კომპონენტებს, რომელიც დღემდე რთულად იდენტიფიცირებადია.


არტეფაქტების ანალიზი ჩაატარა რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ სიკტივკარში. ამ ნივთებიდან უდიდესი ზომის მქონენი, სპილენძისგანაა დამზადებული, მაშინ როდესაც უმცირესნი დამზადებულია ტუნგსტენისგან და მოლიბდენისგან.

ამ ნივთებიდან უდიდესნი არის ზომით დაახლოებით 1, 18 ინჩის, ხოლო უმცირესნი 1/10, 000 ინჩის. ბევრი მათგანი აჩვენებს, რომ ისინი დამზადებულია "ოქროს კვეთის" მიხედვით ანუ მათემატიკურად სრულყოფილი პროპორციებით. ყველა ნაპოვნი ნივთი ამჟღავნებს მსგავსებას დამზადების ხელოვნებასა და ნანოტექნოლოგიასთან მიმართებაში.


აღმოჩენიდან მცირე ხანში, სანამ კვლევები ჩატარდებოდა, მკვლევარების სკეპტიკურად განწყობილი ნაწილი აცხადებდა, რომ ესენი შესაძლოა იყო ორგანული ნივთიერებები, რომელიც დარჩენილი იყო ამ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე პლესეცკის კოსმოსური სადგურიდან სატესტო რაკეტების გაშვების შემდეგ და მიმოფანტული ამ ტერიტორიებზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ნიმუშები გადაიგზავნა მოსკოვის ინსტიტუტში, გაირკვა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან არტეფაქტების ასაკი ნამდვილად ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე რომელიმე თანამედროვე საწარმო.


1996 წელს დოქტორმა ე.ვ. მარტვეიევამ მოსკოვის ცენტრალური, გეოლოგიის და ძვირფასი მეტალების ექსპლუატაციის კვლევითი დეპარტამენტიდან შეისწავლა ეს მასალები და დადო დასკვნა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ არტეფაქტები მრავალი ათასი წლისაა, ვერ უარვყოფთ, რომ ისინი ხელოვნურადაა შექმნილი."


ხსენებული არტეფაქტები ნაპოვნი იქნა 10-დან 40 ფუტის სიღრმეში მიწის ზედაპირიდან. მათი გეოლოგიური ასაკი კი განისაზღვრა 20 ათასი წლიდან 318 ათას წლამდე. (იხ. წყარო)



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ანტიკათერას მექანიზმი - 21 საუკუნის წინანდელი ბერძნული საოცრება

2) აბიდოსის ტაძრის დიდი საიდუმლო

3) უძველესი "ქართველი" გიგანტები

4) შუმერები ამერიკაში?



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
827
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
827
  
2018, 27 დეკემბერი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1