ბიოგრაფია ლიონელ რიჩი-"პოპ-ბალადების მეფეს" 70 წელი შეუსრულდა 2019, 20 ივნისი, 9:31 20 ივნისს 70 წელი შეუსრულდა ამერიკელ პოპ-მომღერალს და კომპოზიტორს ლიონელ რიჩის, რომელიც 80-იან წლებში მაიკლ ჯექსონთან ერთად მსოფლიო პოპ-მუსიკის ოლიმპზე მეფობდა.ყველა 13 სინგლი, რომელიც ლიონელ რიჩიმ 80-იან წლებში ჩაწერა Billboard Hot 100-ის პირველ ათეულში მოხვდა, აქედან 5-მა სიმღერამ #1 ადგილი დაიკავა. დაიბადა პატარა ქალაქ ტასკიგიში(შტატი ალაბამა)ბავშვობაში ჩოგბურთით იყო გატაცებული და მას განიხილავდნენ, როგორც პერსპექტიულ ჩოგბურთელს, იგი ადგილობრივი კორტების ვარსკვლავიც გახდა, ლიონელ რიჩიმ სპორტული სტიპენდია მიიღო და ამის შემდეგ ჩააბარა ინსტიტუტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თუმცა მოგვიანებით ლიონელ რიჩი ღვთისმეტყველებამ გაიტაცა, სერიოზულად დაინტერესებული რელიგიით, სურთა მღვდლობა და ეპისკოპოსობაც კი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ეს მუსიკამ გადაძალა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ჯგუფ The Commodores-ში ხვდა წილად, სადაც იყო საქსოფონისტი და ვოკალისტიც, ამ ჯგუფში მოღვაწეობის დროს დაწერა სიმღერები «Three Times a Lady» (1977) და «Still» (1979). 1980 წელს ლიონელ რიჩიმ დაწერა ბალადა «Lady», რომელსაც ქანთრი შემსრულებელი კენი როჯერსი ასრულებდა, სწორედ ეს სიმღერა გახდა როჯერსის სავიზიტო ბარათი, რომელიც რამდენიმე კვირა ლიდერობდა billboard hot 100-ს. ერთი წლის შემდეგ გამოდის დაიანა როსთან ერთად ჩაწერილი სიმღერა «Endless Love", რომელიც გახდა შავკანიანთა ლეიბლის "Motown Records"-ის კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბალადა პოპულარული მუსიკის ისტორიაში შემდეგ გამოდის ჰიტები «Truly» (1982) და «Hello» (1983).80-იან წლებში არ არსებობდა სიმღერა, რომელიც ლიონელ რიჩის დაეწერა და billboard hot 100-ის ცხელ ათეულში არ მოხვედრილიყო, ეს იქნებოდა საკუთარი თუ სხვისი შესრულებით.1984 წელს ლიონელ რიჩის ალბომისთვის Can’t Slow Down (1984)"გრემის" პრემია გადაეცა 1985 წელს ლიონელ რიჩი ქმნის საუნდტრეკს ფილმისთვის "თეთრი ღამეები", სიმღერამ ფილმიდან "Say You Say Me", უამრავი ჯოლდო აიღო, "ოსკარის " ჩათვლით, როგორც წლის საუკეთესო საუნდტრეკი. ამავე 1985 წელს ლიონელ რიჩი საქველმოქმედო პროექტისთვის USA for Africa წერს კომპოზიციას «We Are the World»(მაიკლ ჯექოსონთან ერთად), რომელიც წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიჩის რეპერტუარში იყო საცეკვაო ჰიტი "All Night Long (All Night) ", როგორც ჩანს მსმენელებს მობეზრდათ სენტიმენტალური ბალადების მოსმენა, მესამე ალბომი "Dancing on the Ceiling"-ი (1986) ბევრად უფრო ცივად მიიღო როგორც კრიტიკამ, ასევე მსმენელმაც, მსოფლიოში იწყებოდა სტადიონის როკის და ტექნოს ბუმი. ამის შემდეგ ლიონელ რიჩიმ გადაწყვიტა მუსიკალაური პაუზა აეღო.რომელიც 1996 წლამდე გაგრძელდა, გამოდის ალბომი "Louder Than Words", რომელსაც მაინცდამიანც წარმატება არ მოჰყოლია, ისევე როგორც მომდევნო სამ ალბომს. ბევრად წარმატებული გამოდგა 2006 წელს გამოსული ალბომი "Coming Home", რომელმაც us billboard 200 -ის ჩარტში #6 ადგილი დაიკავა და ოქროს სტატუსის შეიძინა. ლიონელ რიჩის დისკოგრაფია:
62 5-ს მოსწონს
|