x
image
ვიზა კოხაძე
"ყველას,ვინც სათავეშია მინდა ვუთხრა,არაფერი შეგეშალოთ! ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ !"... ლევან ვასაძის მიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება ( + ფოტოები )

imageთითქმის 24 საათია ქართული და რუსული მედია აქტიურად განიხილავს თბილისი "პრაიდის" წინააღმდეგ ქართველი ბიზნესმენისა და რუსების მიერ " ფილანტროპად" აღიარებულ ლევან ვასაძის სამოქალაქო აქტივობას, რომელიც ლგბტ აქციას აპროტესტებს და საზოგადოებას და მათ შორის "მამაკაცებს" ვერის ბაღში ეპატიჟება. ცოტა ხნის წინ მან მიმართვა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც ვასაძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს. აი რა განაცხადა ბიზნესმენმა: - " კვი­რას, 20:00 სა­ათ­ზე მა­მა­კა­ცებს გე­პა­ტი­ჟე­ბით ვე­რის ბაღ­ში, გე­ძა­ხით, ხალ­ხო მო­დით და დაგ­ვი­დე­ქით. ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ მოს­ვლას, მაგ­რამ იქ კა­ცე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა. ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნებს და ბავ­შვებს ვთხოვ, დარ­ჩეთ სახ­ლში. მე ვე­ძა­ხი მა­მა­კა­ცებს, ქარ­თვე­ლებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, ოსებს, აფხა­ზებს, რუ­სებს, უკ­რა­ი­ნე­ლებს, ბერ­ძნებს, ქურ­თებს, იე­ზი­დებს - ყვე­ლას, ვინც ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ერ­თად ცხოვ­რობს. ძმე­ბო და დებო, ეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა. ის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი და თქვე­ნი კულ­ტუ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე. მაგ სა­ფუძ­ვლის მორღვე­ვას ცდი­ლო­ბენ. ნუ და­ვუშ­ვებთ ამას. ვფიქ­რობ­დი, სად შე­ვიკ­რი­ბოთ-მეთ­ქი. მე მთაწ­მინ­დე­ლი კაცი ვარ, ჩემი უბა­ნი მიყ­ვარს. მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს მა­მა­ჩე­მის უბა­ნი - ვერა, ძა­ლი­ან კარ­გი და სიმ­ბო­ლუ­რი ად­გი­ლია კა­ცე­ბის შეყ­რი­სათ­ვის. იქ გა­გაც­ნობთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. ეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არის სა­ქარ­თვე­ლო­ში წეს­რი­გის დაც­ვა".imageბიზნესმენმა გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებულ ასეულობით პოლიციელზეც შეაცერა ყურადღება და აღნიშნა, რომ "თა­ვი­დან, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ პო­ლი­ცია იქ­ცე­ო­და ძა­ლი­ან კარ­გად, მაგ­რამ მერე მო­იქ­ცა ძა­ლი­ან ცუ­დად. არ­ბევ­დნენ მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს. საკ­მა­რი­სი იყო ვინ­მეს ხმა ამო­ე­ღო, ან რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, იქვე აპა­ტიმ­რებ­დნენ და მი­ათ­რევ­დნენ სა­პყრო­ბი­ლე­ში. იმათ კი ეფო­ფი­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც კერ­პებს. ეტყო­ბა ასე­თი ბრძა­ნე­ბა აქვთ და აი, მაგ ბრძა­ნე­ბის გამ­ცემს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ყვე­ლას, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­შია მინ­და ვუ­თხრა, არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ.ამ კვი­რა­ში, მა­გათ მიერ რა­ი­მე სა­ჯა­რო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვი­სა და კორ­დო­ნე­ბის ჩა­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ მოგ­ცემთ, კი­ნო­თე­ატ­რში იქ­ნე­ბა ეს, სკვერ­ში, ქუ­ჩა­ში, მთა­ზე, ტბა­ში და ტყე­ში, ყველ­გან მო­გა­კი­თხავთ, ყვე­ლა კორ­დონს გა­ვარ­ღვევთ და წა­გ­ლე­კავთ."imageimageimageimage




1
42
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
42
  
2019, 15 ივნისი, 16:09
ღმერთი თქვენკენ ბატონო ლევან!!!
ნამდვილი ქართველი მამულიშვილი!!
0 1 1