საზოგადოება "ყველას,ვინც სათავეშია მინდა ვუთხრა,არაფერი შეგეშალოთ! ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ !"... ლევან ვასაძის მიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება ( + ფოტოები ) 2019, 15 ივნისი, 15:40 თითქმის 24 საათია ქართული და რუსული მედია აქტიურად განიხილავს თბილისი "პრაიდის" წინააღმდეგ ქართველი ბიზნესმენისა და რუსების მიერ " ფილანტროპად" აღიარებულ ლევან ვასაძის სამოქალაქო აქტივობას, რომელიც ლგბტ აქციას აპროტესტებს და საზოგადოებას და მათ შორის "მამაკაცებს" ვერის ბაღში ეპატიჟება. ცოტა ხნის წინ მან მიმართვა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც ვასაძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს. აი რა განაცხადა ბიზნესმენმა: - " კვირას, 20:00 საათზე მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში, გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი - ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა".ბიზნესმენმა გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებულ ასეულობით პოლიციელზეც შეაცერა ყურადღება და აღნიშნა, რომ "თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ.ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ." 42 3-ს მოსწონს |
ნამდვილი ქართველი მამულიშვილი!!